სამირა მუსა
From Wikipedia, the free encyclopedia
სამირა მუსა (მუსსა, არაბ.: سميرة موسى; 3 მარტი, 1917 — 5 აგვისტო, 1952) — პირველი ეგვიპტელი ქალი ბირთვული ფიზიკის დარგში. ასევე კაიროს უნივერსიტეტის პირველი ლექტორი ქალი. მაიონებელ გამოსხივებაზე მუშაობისთვის მიიღო დოქტორის ხარისხი.
სწრაფი ფაქტები სამირა მუსა, დაბ. თარიღი ...
სამირა მუსა | |
---|---|
سميرة موسى | |
დაბ. თარიღი | 3 მარტი, 1917 |
დაბ. ადგილი | ღარბიას მუჰაფაზა, ეგვიპტე |
გარდ. თარიღი | 5 აგვისტო, 1952 (35 წელი) |
გარდ. ადგილი | კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | ეგვიპტე |
საქმიანობა | ბირთვული ფიზიკა და სამედიცინო ბიოფიზიკა |
მუშაობის ადგილი | კაიროს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კაიროს უნივერსიტეტი (1939) |
ჯილდოები | მეცნიერებისა და ხელოვნების ორდენი |
დახურვა
სამირა მუსა იმედოვნებდა, რომ მისი კვლევები დასაბამს დაუდებდა ხელმისაწვდომ სამედიცინო დახმარებას და ატომური ენერგიის მშვიდობიან გამოყენებას. მისი ინიციატივით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "ატომური ენერგია მშვიდობის სახელით". ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად, რომელიც შესაძლოა ისრაელის სპეცსამსახურების მიერ იყო მოწყობილი.[1]