![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/ca/Georgian_Military_Road%252C_Monastery_in_Mtskheta_%2528A%2529.jpg/640px-Georgian_Military_Road%252C_Monastery_in_Mtskheta_%2528A%2529.jpg&w=640&q=50)
სამთავროს მონასტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამთავრო — ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში, სამხრეთ გზასთან, ფერდობზე[1]. აგებული მეფე მირიანის მიერ აშენებული ტაძრის ადგილზე.
სამთავროს მონასტერი | |
![]() | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°50′47″ ჩ. გ. 44°43′06″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | ![]() |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
დეტალები | |
![]() ტაძრის გეგმა |
მცხეთის ისტორიული ძეგლები: სვეტიცხოველი, სამთავრო, ჯვარი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
![]() | ||
ქვეყანა | ![]() | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iii, iv | |
სია | ||
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 41°50′31″ ჩ. გ. 44°43′16″ ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1994 (მე-18 სესია) | |
ნომერი | 708 | |
საფრთხის ქვეშ | 2009-2016 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ისტორიული წყაროებით, მცხეთაში მოსული ნინო პირველი სამი წლის განმავლობაში
![]() |
„ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისაჲთა... და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან.“ |
ამ ადგილზე საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია ეკლსია, რასაც ადასტურებს „წმ. ნინოს ცხოვრებაში“ მოყვანილი მისი წერილის შინაარსი:
![]() |
„აღვაშენე ეკლესიაჲ მაყულოვანსა მას შინაჲ ნინოსსა.“ |
ქართულ საისტორიო წყაროებში („მოქცევაჲ ქართლისაჲ“, „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“) მოიხსენიება, როგორც „გარეუბნისა ეკლესია“ და „ზემო ეკლესია“ (ზემოჲ ეკლესიაჲ), საპირისპიროდ სვეტიცხოვლის ტაძრისა, რომელსაც „ქუემო ეკლესია“ ეწოდებოდა.[2][3][4][5]
V საუკუნის 20-30-იან წლებში, არჩილ მეფის დროს, მირიანის მიერ აშენებული სვეტიცხოვლის ტაძარი დანგრეულა და იონა მთავარეპისკოპოსს კათედრა ზემო ეკლესიაში გადმოუტანია: „შემდგომად მეფობდა არჩილ, და მთავარებისკოპოსი იყო იონა. და მაშინ დაეცა ქუემოჲ ეკლესიაჲ. და იონა მოიცვალა გარეუბნისა ეკლესიასა და სუეტი იგი ცხოველი თანა-წარმოიღო“.[2] სწორედ ამ დროიდან ეწოდა „ზემო ეკლესიას“ სახელად „სამთავრო“, როგორც მთავარეპისკოპოსის რეზიდენციას.
სამთავროს მთავარი ტაძარი წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა ნაგებობას. წინა ხანის ნაგებობათაგან განსხვავებით აქ გეგმა დამოკლებულია, გუმბათი ეყრდნობა არა 4 თავისუფლად მდგარ ბოძს, როგორც ეს მანამდე იყო, არამედ 2 ბოძსა და საკურთხევლის შვერილებს. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული გვერდითი სათავსებია. ტაძარი როგორც ჩანს, თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო. კანკელი მოგვიანებითაა აღდგენილი. ტაძარს სამხრეთიდან მიშენებული აქვს კამარებით გადახურული დიდი ეგვტერი - კარიბჭე . მეორე მინაშენი ჩრდილოეთის მხარესაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაძრის დეკორატიული მორთულობა. აღმოსავლეთის ფასადზე გამოყენებულია ხუთთაღიანი კომპოზიცია. უფრო ინტენსიურად და ბრწყინვალედაა დამუშავებული სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები. გუმბათის ყელი XIII-XIV საუკუნეებშია მთლიანად აღდგენილი.