From Wikipedia, the free encyclopedia
სამეფო წყალი — აზოტმჟავასა და ქლორწყალბადმჟავას ნარევი, მოლური თანაფარდობით შესაბამისად 1:3-თან. არის მოყვითლო-ფორთოხლისფერი (ზოგჯერ წითელი) მბოლავი სითხე. სახელი ეწოდა ალქიმიკოსების მიერ, რადგან მასში იხსნებიან კეთილშობილი ლითონები, როგორებიცაა ოქრო და პლატინა, მაგრამ არა ყველა ლითონი. მისი საშუალებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის ოქროს (99,999% სისუფთავით) მიღება.
სამეფო წყალი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | აზოტმჟავას ჰიდროქლორიდი |
ქიმიური ფორმულა | HNO3+3 HCl |
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | წითელი, ყვითელი ან ოქროსფერი სითხე[1] |
სიმკვრივე | 1.01–1.21 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −42 °C |
დუღილის ტემპერატურა | 108 °C |
NFPA 704 |
კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავას და კონცენტრირებულ აზოტმჟავას შერევისთანავე იწყება ქიმიური რეაქციები. შედეგად კი წარმოიქმნება არასტაბილური პროდუქტები, ნიტროზილის ქლორიდი[2] და ქლორის აირი. ამ არასტაბილური პროდუქტების ხსნარიდან გამოდევნის შედეგად, სამეფო წყალი კარგავს თავის თვისებებს.
შემდგომში ნიტროზილის ქლორიდი იშლება აზოტის მონოქსიდისა და ქლორის გამოყოფით. ვინაიდან რეაქცია არ არის შექცევადი ტიპის, ამიტომაც ნიტროზილქლორიდისა და ქლორის გარდა, ხსნარი შეიცავს აზოტის ოქსიდსაც.
იმის გამო, რომ აზოტოვანი ოქსიდი ურთიერთქმედებს ატმოსფეროს ჟანგბადთან, ხსნარი ასევე შეიცავს აზოტის დიოქსიდს (NO2).
სამეფო წყალში იხსნება ოქრო, თუმცა ხსნარის შემადგენელი ვერცერთი მჟავა ვერ გახსნის მას მარტო, რადგან, ამ კომბინაციაში, თითოეული მათგანი ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას. აზოტმჟავა ძლიერი მჟვაა, რომელიც აყალიბებს ოქროს ანიონებს (Au3+). ქლორწყალბადმჟავა წარმოქმნის ქლორის ანიონებს, რომლებიც ურთიერთქმედებს ოქროს იონებთან და აფორმირებს ოქროს ტერტაქლორიდის ანიონს (AuCl4−). რეაქციები მიმდინარეობს შემდეგნაირად:
თუ სამეფო წყალი მხოლოდ ოქროს შეიცავს, მისგან შეიძლება ოქროს მჟავას მიღება ხსნარის ამოშრობით, ხოლო ოქროს მიღების საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა:გოგირდის დიოქსიდი, ჰიდრაზინი, მჟაუნმჟავა და სხვა.[3] მოყვანილია გოგირდის დიოქსიდის მაგალითი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.