სამერ უოკერი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამერ მარჯანი უოკერი (ინგლ. Summer Marjani Walker; დ. 11 აპრილი, 1996, ატლანტა, ჯორჯია, აშშ) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზი მომღერალი. 2017 წლის ნოემბერში ხელი მოაწერა კონტრაქტს ხმისჩამწერ ლეიბლთან Love Renaissance, რომელიც არის Interscope Records-ის შვილობილი კომპანია. მომდევნო წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო მიქსტეიპი „Last Day of Summer“. ალბომის სინგლი „Girls Need Love" ბილბორდის ცხელ ასეულში მოხვდა. 2019 წლის ოქტომბერში უოკერმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი „Over It“, რომელსაც კრიტიკული და კომერციული წარმატება ხვდა წილად.[1][2][3] ალბომი ბილბორდს 200-ის ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა და დაამყარა რეკორდი. ალბომმა მიიღო ორმაგი პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA).[4]
სამერ უოკერი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სამერ მარჯანი უოკერი |
დაბ. თარიღი | 11 აპრილი, 1996 (1996-04-11) (28 წლის) |
დაბ. ადგილი | ატლანტა |
წარმოშობა | ატლანტა, ჯორჯია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 2017 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
ხელმოწერა | |
საიტი | summerwalker.com |
სამერ უოკერი ვიკისაწყობში |
2021 წლის ნოემბერში გამოუშვა თავისი მეორე სტუდიური ალბომი „Still Over It“. ალბომმა მოხსნა რეკორდი და გახდა ყველაზე მოსმენადი რიტმ-ენდ-ბლუზ ნამუშევარი. ალბომში შემავალი თვრამეტივე სიმღერა მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში.[5][6]
მუსიკოსის ჯილდოები მოიცავს Billboard Music Award-ს, IHeartRadio Music Awards-ს, ორ Soul Train Music Awards-სა და ორი გრემის ჯილდოს ნომინაციას.[7] 2022 წელს Billboard Women in Music-ზე უოკერმა მიიღო Chart Breaker-ის ჯილდო, ჩარტებში მიღწეული წარმატებისთვის.[8] 2024 წლისთვის მას გაყიდული აქვს 32 მილიონზე მეტი ჩანაწერი.[9]