![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7e/Veneto_0020.jpg/640px-Veneto_0020.jpg&w=640&q=50)
სალომე
From Wikipedia, the free encyclopedia
სალომე (ებრ. שלומית; ბერძ. Σαλώμη) — იუდეველი პრინცესა. ჰეროდე II-ისა და ჰეროდიასის ქალიშვილი, ტეტრარქ ჰეროდე ანტიპატროსის გერი, რომლის ბრძანებითაც თავი მოჰკვეთა იოანე ნათლისმცემელს და შემდეგ ლანგრით მიართვა.
სწრაფი ფაქტები სალომე, ეროვნება ...
სალომე | |
---|---|
![]() | |
ეროვნება | ებრაელები |
წოდება |
იუდეას პრინცესა ქალკის დედოფალი მცირე სომხეთის დედოფალი |
მეუღლე(ები) |
ფილიპე ტეტრარქი არისტობულუს ქალკელი |
მშობლები |
მამა: ჰეროდე II, იუდეას მთავარი დედა: ჰეროდიასი |
დახურვა
იოსებ ფლავიუსის მიხედვით სალომე დაქორწინებული იყო თავის ბიძა ფილიპე ტეტრარქზე. ძვ.წ. 34 წელს, ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ იგი თავის ბიძაშვილ არისტობულუს ქალკელზე დაქორწინდა, რითაც მცირე სომხეთისა და ქალკის დედოფალი გახდა. ვინაიდან სახელი სალომე ძველ აღთქმაში მოხსენიებული არაა, ხშირად მას ჰეროდეს ქალიშვილის სახელით მოიხსენიებენ.