სალი რაიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
სალი კრისტენ რაიდი (ინგლ. Sally Kristen Ride; დ. 26 მაისი, 1951 — გ. 23 ივლისი, 2012) — ამერიკელი ასტრონავტი და ფიზიკოსი. დაიბადა ლოს ანჯელესში,1978 წელს შეუერთდა ნასას. 1983 წელს გახდა პირველი ამერიკელი, ხოლო მსოფლიოში მესამე ქალი კოსმოსში (ვალენტინა ტერეშკოვა—1963 და სვეტლანა სავიცკაია—1982). იგი რჩება ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელ ასტრონავტად, რომელმაც იმოგზაურა კოსმოსში — 32 წლის ასაკში.[1][2]
სალი რაიდი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 მაისი, 1951 ლოს-ანჯელესი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
23 ივლისი, 2012 (61 წლის) კალიფორნია, აშშ |
განათლება | |
პროფესია | ფიზიკოსი, ასტრონავტი |
მეუღლე(ები) | სტივ ჰოული (იქ. 1982; დაშ. 1987) |
პარტნიორ(ებ)ი | ტამ ო’შონესი (1985-2012) |
რაიდი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის ცენტრში, შემდეგ კი ფიზიკის პროფესორად კალიფორნიის უნივერსიტეტში — ძირითადად იკვლევდა არაწრფივ ოპტიკასა და თომსონის გაბნევას. იგი იყო კოსმოსური შატლების, ჩელენჯერისა და კოლუმბიას კატასტროფების საგამოძიებო კომისიის წევრი, ერთადერთი, ვინც ორივეში იღებდა მონაწილეობას.[3] რაიდი პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა 2012 წლის 23 ივლისს.