From Wikipedia, the free encyclopedia
სალიბაური — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ორთაბათუმის თემში[2]. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, ზღვის დონიდან 40 მ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1214 კაცი[1]. სოფელში არის სალიბაურის საჯარო სკოლა.[3]
სოფელი | |
---|---|
სალიბაური | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ორთაბათუმი |
კოორდინატები | 41°38′38″ ჩ. გ. 41°40′56″ ა. გ. |
ადრეული სახელები | სილიბაური |
ცენტრის სიმაღლე | 40 მ |
მოსახლეობა | 1214[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 96,7 %, სომხები 3,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში XIX საუკუნის მეორე ნახევარში დასახლდნენ აფხაზეთიდან ოსმალეთის იმპერიაში ემიგრირებული აფხაზები, ე. წ. მუჰაჯირები. სალიბაური ქართული მეჩაიეობის ერთ-ერთი პირველი ცენტრი იყო. 1890-იან წლებში რუსმა მეწარმე პოპოვმა სალიბაურში, ჩაქვსა და კაპრეშუმში 14 ჰექტარზე გააშენა ჩინური ჩაის ჯიშები. 1898 წელს სალიბაურში მანვე ინგლისური მანქანებით აღჭურვილი ქარხანა ააშენა. სალიბაურშივე არსებობდა საუფლისწულო მამული „სალაღობო“, რომელიც სამართავად ჩაბარებული ჰქონდა ჩინელ მეჩაიეს ლაო ჯინ ჯაოს.[4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.