საკონდიტრო ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
საკონდიტრო ომი (ესპ. Guerra de los pasteles, ასევე „პირველი ფრანგული ინტერვენცია მექსიკაში“) — საფრანგეთის ჯარების შეჭრა მექსიკაში 1838 წელს.
საკონდიტრო ომი | |||
---|---|---|---|
სან ხუან დე ულუას ბრძოლა.სან ხუან დე ულუას ციხესიმაგრის დაბომბვა. | |||
თარიღი | 27 ნოემბერი 1838 — 9 მარტი 1839 | ||
მდებარეობა | მექსიკა | ||
შედეგი | საფრანგეთის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
საკონდიტრო ომი ვიკისაწყობში |
1838 წელს საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპს მფარველობის თხოვნით მიმართა ფრანგმა კონდიტერმა რემონტელმა. იგი ამტკიცებდა, რომ მისი მაღაზია 1828 წელს არეულობის დროს გაანადგურეს მექსიკელმა ოფიცერ-მოროდიორებმა. საფრანგეთმა თავისი მოქალაქისთვის მოითხოვა 600 000 პესო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ეს თანხა უკიდურესად მაღალი იყო მუშის საშუალო დღიურ ხელფასთან შედარებით, რომელიც დაახლოებით ერთ პესოს შეადგენდ ამასთან ერთად მექსიკამ მილიონობით დოლარის ოდენობის კრედიტის დეფოლტი გამოაცხადა.[1]
საფრანგეთმა ვალების დაბრუნება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც გადახდა ვერ მიიღო, მეფემ გაგზავნა ფლოტი შარლ ბოდენის მეთაურობით, რათა დაებლოკა მექსიკის ყველა პორტი იუკატანიდან რიო გრანდემდე, დაბომბა მექსიკის ციხე სან-ხუან დე ულუა, დაიპყრო ვერაკრუსის პორტი. 1838 წლის დეკემბრისთვის პრაქტიკულად მთელი მექსიკის ფლოტი დაიპყრო ვერაკრუსში. მექსიკამ ომი გამოუცხადა საფრანგეთს.
სავაჭრო მარშრუტებს მოწყვეტილმა მექსიკელებმა იმპორტი გადაიტანეს კრისტის კორპუსში, ტეხასში და შემდეგ მექსიკაში. შედეგად, საფრანგეთმა დაბლოკა ტეხასის პორტები და ტეხასის რესპუბლიკის ბატალიონმა დაიწყო პატრულირება ყურეში მექსიკელი კონტრაბანდისტების საქმიანობის აღკვეთის მიზნით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფრანგების დასახმარებლად შხუნა „ვუდბერი“ გაგზავნა. ტეხასელებთან მოლაპარაკების შემდეგ, საფრანგეთი პირობა დადო, რომ არ შეიჭრებოდა ტეხასის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან მის აკვატორიაში.[2]
დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ჩარევით, პრეზიდენტი ანასტასიო ბუსტამანტე საბოლოოდ დათანხმდა დავალიანების გადახდას და 1839 წლის 9 მარტს ფრანგებმა გაიყვანეს ჯარები.[3]