საიაკო კუროდა
From Wikipedia, the free encyclopedia
საიაკო კუროდა (ყოფილი პრინცესა ნორი; იაპონ. 黒田清子; დ. 18 აპრილი, 1969, ტოკიო) — იაპონიის საიმპერატორო ოჯახის ყოფილი წევრი, წმინდა გვირგვინის ორდენის (1-ლი კლასის) კავალერი, 125-ე (გადამდგარი) იმპერატორის, აკიჰიტოს და მიჩიკოს ერთადერთი ქალიშვილი, 126-ე იმპერატორის ნარუჰიტოსა და მემკვიდრე პრინცი ფუმიჰიტოს უმცროსი და. გათხოვებამდე მისი სტატუსი იყო საიმპერატორო პრინცესა, ხოლო საპატიო წოდება — მისი უმაღლესობა. საიმპერატორო ოჯახის წევრობის დროს, მისი სახელი იყო პრინცესა საიაკო. მისი პირადი ემბლემა იყო დუმფარა(ინგლისური)ქართ.. იაპონური კანონდებლობის მოთხოვნის მიხედვით, არათანასწორი ქორწინების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა საიმპერატო ოჯახი და არისტოკრატის ტიტული.
დაიბადა 1969 წლის 18 აპრილს, როგორც მეფისნაცვალ აკიჰიტოსა (იმ დროს) და გვირგვინის პრინცესა მიჩიკოს მესამე შვილი. ის იწონიდა 2250 გრამს და იყო 45,2 სმ სიმაღლის; ნაადრევი ბავშვი, მაგრამ ჯანმრთელი. ის იყო ერთადერთი პრინცესა წყვილისთვის და განათლება მიიღო იმ ვარაუდით, რომ „ერთ დღეს ის დაქორწინდება და დატოვებს საიმპერატორო ოჯახს“. 1977 წლიდან 1987 წლამდე დედა-შვილი ყოველწლიურად დადიოდნენ ექსკურსიებზე (საიმპერატორო ოჯახთან დაკავშირებული სალოცავების, ტაძრებისა და მავზოლეუმების მონახულების ჩათვლით).