საყოველთაო საკუთრება, საზოგადოებრივი დომენი (ინგლ. Public Domain) — ხელოვნების ნაწარმოებთა ერთობლიობა, რომლებზეც საავტორო უფლებებს ვადა გაუვიდათ ან არასოდეს ქონიათ. ზოგჯერ საყოველთაო საკუთრებად მიიჩნევა გამოგონება, რომელზეც პატენტს ვადა გაუვიდა. საყოველთაო საკუთრების გავრცელება და გამოყენება შეუძლია ყველას, შეზღუდვების გარეშე.
საყოველთაო საკუთრებაში მოხვედრილი ნაწარმოები შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი პირის მიერ საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე. ამასთან ერთად დაცული უნდა იყოს საავტორო უფლება, სახელის უფლება და ავტორის რეპუტაციის დაცვის უფლება.
საყოველთაო საკუთრებაში ნაწარმოების გადასვლის ვადები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. ევროპის უმეტეს ქვეყანაში ეს ვადა განსაზღვრულია 70 წლით ავტორის გარდაცვალებიდან ან 70 წელი ნაწარმოების გამოქვეყნებიდან.
იხილეთ აგრეთვე
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.