საერთაშორისო სტილი (არქიტექტურა)
From Wikipedia, the free encyclopedia
საერთაშორისო სტილი — არქიტექტურული მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა 1920-იანი წლებიდან 1980-იანი წლების დასაწყისამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მთავარი მახასიათებელია წარსულ ტრადიციებთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა, გლუვი ზედაპირების გამოყენება და ორნამენტების მოშორება. ეს არქიტექტორები ცდილობენ რეგულარობის პრინციპი შეინარჩუნონ და გამოიყენონ ამისთვის ბეტონის მასალა. საერთაშორისო სტილს ახასიათებს მკვეთრი მოდერნისტული ტენდენციები.