საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO; ინგლ. International Maritime Organization; ფრანგ. Organisation maritime internationale ― გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის რეგულირებაზეა პასუხისმგებელი.[1] ორგანიზაცია ჟენევაში, გაეროს 1948 წლის კონფერენციის შეთანხმების საფუძველზე დაარსდა[2] და 10 წლის შემდეგ ამოქმედდა. პირველი შეხვედრა 1959 წელს გაიმართა.[3] ორგანიზაციის შტაბ-ბინა ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს. ორგანიზაციას 175 წევრი სახელმწიფო და 3 ასოცირებული წევრი ჰყავს.
სწრაფი ფაქტები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, აბრევიატურა ...
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია | |
---|---|
International Maritime Organization | |
აბრევიატურა | IMO, OMI |
შეიქმნა | 17 მარტი, 1948 |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | გაეროს სპეციალიზებული სააგენტო |
შტაბ-ბინა | ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
ემსახურება რეგიონს | მსოფლიო |
გენერალური მდივანი | კიტაკ ლიმი |
მშობელი ორგანიზაცია | გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო |
თავმჯდომარე | Arsenio Antonio Dominguez Velasco |
*www.imo.org ოფიციალური საიტი |
დახურვა