From Wikipedia, the free encyclopedia
სადარაქის რაიონი (აზერ. Sədərək) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სადარაქის ფართობია 163 74 კმ². მდებარეობს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთით და მოიცავს სამ სოფელს. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჰეიდარაბადი. ცენტრალური ქალაქიდან ერევნამდე მანძილი 60 კმ-ია. სადარაქი არის აზერბაიჯანის ერთადერთი რაიონი, რომელიც ესაზღვრება თურქეთს.[2]
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
სადარაქის რაიონი აზერ. Sədərək rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | ჰეიდარაბადი | |
კოორდინატები | 39°42′00″ ჩ. გ. 44°54′00″ ა. გ. | |
დაარსდა | 28 აგვისტო, 1990 | |
ფართობი | 16374 კმ² | |
მოსახლეობა | 16 100 (2016)[1] | |
საფოსტო ინდექსი | 7300 | |
ოფიციალური საიტი | http://sederek-ih.nakhchivan.az/ | |
| ||
აბრეშუმის გზის მონაკვეთი, რომელიც აკავშირებდა აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილს შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან, სადარაქის რაიონში გადიოდა. 1722 წელს პეტრე I დიდის კავკასიაზე ლაშქრობის დროს, მათ შორის აზერბაიჯანზე, ნახიჩევანის ტერიტორია ოსმალთა გავლენის ქვეშ მოექცა, ხოლო 1828 წლის შეთანხმების შემდეგ იგი ერევნის გუბერნიას გადაეცა. 1828 წლის ბრძანებულებით, ერევნისა და ნახიჩევანის ტერიტორიაზე შეიქმნა „სომხური პროვინცია“ და დაახლოებით 130 000 სომეხი გადმოასახლეს აქ ირანიდან და თურქეთიდან.
სადარაქის რაიონს თურქეთი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ესაზღვრება (ერთადერთი მოსაზღვრე ზონაა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, საზღვრის სიგრძე შეადგენს 11 კმ-ს), სომხეთი ჩრდილო-დასავლეთით 24 კმ მანძილზე და სამხრეთ-აღმოსავლეთით შარურის რაიონი 27 კმ მანძილზე.
სადარაქის კლიმატი კონტინენტურია, ზაფხული ცხელია და ზამთრი ცივი. 1980 წელს სადარაკში აღმოაჩინეს მინერალური წყლის წყაროები. რაიონის ტერიტორია მოიცავს დაბლობებს, რომლებიც გარშემორტყმულია მთათა მასივებით. მდინარე არაქსი მიედინება თურქეთსა და სადარაქის რაიონს შორის მათ საზღვარზე. [3]
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, რაიონის მოსახლეობა 15.9 ათასი ადამიანს შეადეგენდა, რაც 2000 წელთან შედარებით 3,7 ათასი ადამიანით მატებაა (30 პროცენტით). 2000 წელს მოსახლეობის რიცხვი 12.2 ათასი ადამიანს შეადგენდა.[4] მთლიანი მოსახლეობიდან 8,1 ათასი კაცია, ხოლო 7,8 ათასი კი ქალი. [5]
სადარაქის რაიონში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლებია. აქ არის ენეოლითის ხანის პერიოდის უძველესი დასახლება, რომელიც ხუთ ჰექტარზეა გადაჭიმული. ნამოსახლარი მდებარეობს დაბლობზე, სოფელ ყარააღაჯის აღმოსავლეთით.[6]
აქ მრავალი კერამიკული ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი, სხვადასხვა გაფორმებებით, მაგალითად წითლად შეღებილი ხაზებით. ადგილობრივი დასახლება ძვ.წ. V ათასწლეულით თარიღდება და იგი ახალ ინფორმაციას გვაწვდის ნახიჩევანში არსებული პალეოლითური პერიოდის შესახებ. [7]აქ გვხვდება გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ისევე როგორც მტკვარ-არაქსის პერიოდის ყველა სხვა სახის ჭურჭელი.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.