![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1f/Sebha_Bank_from_Kazem_hotel_2010-02-08.jpg/640px-Sebha_Bank_from_Kazem_hotel_2010-02-08.jpg&w=640&q=50)
საბჰა
From Wikipedia, the free encyclopedia
საბჰა (არაბ. سبها) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ლიბიაში. ისტორიულად იგი ფეცანის რეგიონის დედაქალაქი იყო, ამჟამად კი საბჰის რაიონის დედაქალაქია.[2] მდებარეობს ტრიპოლიდან 640 კმ-ით სამხრეთით.[3]
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
საბჰა არაბ. سبها | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
რეგიონი | ფეცანიფეცანი | ||
რაიონი | საბჰა | ||
კოორდინატები | 27°02′20″ ჩ. გ. 14°25′35″ ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 420 მ | ||
მოსახლეობა | 96 872[1] კაცი (2011) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||
დახურვა
საბჰის მოსახლეობა სწრაფად იზრდება. დიდია ქალაქის მნიშვნელობაც, რაც განპირობებულია მისი საკვანძო მდებარეობით ფეცანის რეგიონში, სამხედრო ბაზითა და უდაბნოში გაშენებული სოფლის მეურნეობით.
საბჰა ცნობილია ფორტ-ელენას ციხესიმაგრით, რომელიც ლიბიის ათ დინარიანი ბანკნოტის უკანა მხარესაა გამოსახული.[4] იგი იტალიურ კოლონიურ ხანაში აშენდა. ამჟამად მასში სამხედრო ინსტიტუცია ფუნქციონირებს.
2011 წლის სექტემბერში, ლიბიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ფეცანის კამპანიის დროს კადაფის მოწინააღმდეგე ძალებმა აიღეს.[5]