![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1e/%25D0%2597%25D0%25BD%25D0%25B0%25D0%25BA_%25E2%2584%2596_47_%25D0%25B7%25D0%25BC%25D1%2581_%25D0%25A1%25D0%25A1%25D0%25A1%25D0%25A0.jpg/640px-%25D0%2597%25D0%25BD%25D0%25B0%25D0%25BA_%25E2%2584%2596_47_%25D0%25B7%25D0%25BC%25D1%2581_%25D0%25A1%25D0%25A1%25D0%25A1%25D0%25A0.jpg&w=640&q=50)
საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი
საპატიო სპორტული წოდება / From Wikipedia, the free encyclopedia
საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი — საპატიო სპორტული წოდება საბჭოთა კავშირში. 1983 წლამდე, წოდების ოფიციალური სახელწოდება იყო „სპორტის დამსახურებული ოსტატი“, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში — მაგალითად, სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებაში და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებებში ორდენებისა და მედლების მინიჭების შესახებ — გამოიყენებოდა სახელწოდება „სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი“. სტანდარტულ აბრევიატურად სპორტულ საცნობარო ლიტერატურაში გამოიყენებოდა — სსრკ სდო.
საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი | |
![]() | |
ჯილდო | საპატიო სპორტული წოდება საბჭოთა კავშირში |
წარადგენს | სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტი |
ქვეყანა | ![]() |
პირველად გადაეცა | 5 ივნისი, 1934 |
ბოლოს გადაეცა | 25 თებერვალი, 1992 |
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cf/Russia_stamp_2000_%E2%84%96_566.jpg/640px-Russia_stamp_2000_%E2%84%96_566.jpg)
წოდება დაწესებულია სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1934 წლის 27 მაისის დადგენილებით „სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდების დაწესების შესახებ“, რომელიც გადაეცემა „საბჭოთა ფიზიკური კულტურის აქტიურ მშენებლობაში ჩართულ გამოჩენილ ოსტატებს“.[1][2][3]
წოდების მინიჭების უფლებამოსილება გააჩნდა სსრ კავშირში სპორტის მმართველ უმაღლეს ორგანოს, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელწოდებითა და სტატუსით ფუნქციონირებდა.