საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1969
From Wikipedia, the free encyclopedia
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1969 — საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის 31-ე გათამაშება. გამარჯვებული გახდა მოსკოვის „სპარტაკი“, მეორე ადგილზე გავიდა კიევის „დინამო“, მესამეზე – თბილისის „დინამო“. დაიწყო 4 აპრილს და დასრულდა 21 ოქტომბერს.
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1969 | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | საბჭოთა კავშირი |
ქალაქები | 16 |
სტადიონები | 20 |
ტურნირის ვადები | 4 აპრილი — 21 ოქტომბერი |
მონაწილე | 20 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | „სპარტაკი“ მოსკოვი |
მეორე ადგილი | „დინამო“ კიევი |
მესამე ადგილი | „დინამო“ თბილისი |
ტურნირის სტატისტიკა | |
მატჩები | 326 |
ბომბარდირ(ებ)ი | ნიკოლაი ოსიანინი „სპარტაკი“ მოსკოვი ჯემალ ხერხაძე „ტორპედო“ ქუთაისი ვლადიმერ პროსკურინი „სკა“ დონის როსტოვი (16 გოლი) |
საუკეთესო მოთამაშე | ვლადიმერ მუნტიანი „დინამო“ კიევი |
სატურნირო კალენდრის განტვირთვის მიზნით — 1968 წლის საკავშირო პირველობის მონაწილე თითოეულ გუნდს 38 შეხვედრის გამართვა მოუწია — მიღებული იქნა ჩემპიონატის ორ ეტაპად ჩატარების გადაწყვეტილება. პირველ ეტაპზე შეჯიბრების მონაწილე ოცივე კლუბი ორ ქვეჯგუფში განთავსდა, რომელთაც ორწრიანი ტურნირი გამართეს.
გუნდებმა, რომელთაც თავიანთ ქვეჯგუფებში პირველი შვიდი ადგილი დაიკავეს, პირველობის მეორე ეტაპზე მედლებისთვის განაგრძეს ბრძოლა. ამასთან, ქვეჯგუფებში 8–10 ადგილებზე გასულ გუნდებთან დაგროვილი ქულები მათ ანგარიშში აღარ ეთვლებოდათ, ხოლო პირველი ეტაპის აუტსაიდერებს მათ მიერ მოპოვებული ქულები უნარჩუნდებოდათ.
გათამაშების ამგვარი სისტემა მაშინვე მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. საშუალო შედეგიანობის მაჩვენებლით (2,06 გოლი მატჩში) ჩემპიონატმა ბოლოდან მესამე ადგილი დაიკავა საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში.
ამაზე ნაკლები მაჩვენებელი დაფიქსირდა მხოლოდ 1964 (1,99) და 1977 (2,03) წლების გათამაშებაზე. მატჩების თითქმის 40% (326 მატჩიდან — 127) ნულოვანი ფრით (44) ან მინიმალური აგარიშით 1–0 (83) დასრულდა. საშუალო დასწრება (27 500 მაყურებელი) 1968 წელთან შედარებით 1 500 ერთეულით, ხოლო 1965 წელთან შედარებით 6 500 ერთეულით დაეცა.