From Wikipedia, the free encyclopedia
რუბიკის კუბი (თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც „მაგიური კუბი“ უნგრ. Bűvös kocka) — მექანიკური თავსატეხი, გამოიგონა უნგრელმა სკულპტორმა და არქიტექტურის პედაგოგმა ერნო რუბიკმა 1974 წელს, დააპატენტა ერთი წლის შემდეგ.
თავსატეხი პლასტმასის კუბია, რომელიც გარედან უხილავ ღერძებზე მბრუნავი 26 მომცრო კუბისგან შედგება. კუბის ყოველ მხარეს ცხრა კვადრატიდან თითო შეღებილია ექვსი ფერიდან ერთ რომელიმე ფრად და განთავსებულია წყვილად ერთი მეორის საპირისპიროდ: თეთრი-ყვითელი, ლურჯი-მწვანე, წითელი-ნარინჯისფერი. კუბის მხარეების ბრუნებით შეიძლება ფერადი კვადრატების სხვადასხვაგვარად გადაჯგუფება. მოთამაშის ამოცანა შემდეგია: ყოველი ზღვარი ისე უნდა დალაგდეს, რომ ერთი და იგივე ფერის კვადრატებისგან შედგებოდეს.
2009 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, სულ 350 მილიონი რუბიკის კუბი იყო გაყიდული[1][2]. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი თავსატეხი იყო[3][4].
2018 წლის მონაცემებით მსოფლიო რეკორდი მის აწყობაში ჩინელმა იუიშენ დუმ (ჩინ.: 杜宇生) დაამყარა (3,47 წამი).[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.