როჯერ დოლტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
როჯერ ჰარი დოლტრი (ინგლ. Roger Harry Daltrey; დ. 1 მარტი, 1944, ლონდონი) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და კინოპროდიუსერი. ინგლისური როკ-ჯგუფის, The Who-ს თანადამაარსებელი და წამყვანი ვოკალისტი.[1][2]
როჯერ დოლტრი | |
---|---|
დოლტრი 2016 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1 მარტი, 1944 (1944-03-01) (80 წლის) |
დაბ. ადგილი | ჰამერსმითი |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
|
საქმიანობა |
|
აქტიური | 1959–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | thewho.com |
როჯერ დოლტრი ვიკისაწყობში |
დოლტრის The Who-სთან ერთად შექმნილი აქვს ისეთი ცნობილი სიმღერები როგორებიცაა, „My Generation“, „Pinball Wizard“, „Won't Get Fooled Again“, „Baba O'Riley“ და „You Better You Bet“. 1973 წელს ჯგუფში მოღვაწეობის პარალელურად დოლტრიმ სოლო კარიერას მიჰყო ხელი. ამ ხნის განმავლობაში მან საერთო ჯამში გამოსცა ათი სოლო, ხუთი კომპილაციური და ერთი ცოცხალი ალბომი. მისი ყველაზე განთქმული სინგლებია — „Giving It All Away“, „Walking the Dog“, „Written on the Wind“, „Free Me„, „Without Your Love“ და „Under a Raging Moon“.
ჯგუფი The Who მიჩნეულია 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან როკ ჯგუფად, რომელსაც გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი მსოფლიოს მასშტაბით. 1988 წელს, ჯგუფის წევრის რანგში, ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციისგან მიიღო ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის.[3] 1990 წელს იგი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის, ხოლო 2005 წელს დიდი ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზებში.[4][5][6] 2004 წლის 31 დეკემბერს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორის წოდება. 2008 წელს პიტ ტაუნსენდთან ერთად მიიღო კენედის ცენტრის პრემია,[7] 2016 წელს კი ჯორჯ და ირა გერშვინის ჯილდო ცხოვრებისეული მუსიკალური მიღწევებისათვის.[8]
დოლტრი, აგრეთვე დაკავებულია მსახიობობითა და კინოპროდიუსერობით. მას უთამაშია როგორც სცენაზე, ასევე მხატვრულ ფილმებსა და ტელესერიალებში.[9] 2010 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი მომღერალი“ როჯერ დოლტრის 61-ე ადგილი მიუჩინა.[10]