როჟავა
From Wikipedia, the free encyclopedia
როჟავა (ქურთ. Rojava), დასავლეთ ქურთისტანი (ქურთ. Rojavayê Kurdistanê) ან სირიის ქურთისტანი (ქურთ. Kurdistana Sûriyê) — ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი სირიის ტერიტორიაზე. როჟავის რეგიონის შექმნის შესახებ გამოაცხადეს 2016 წლის 17 მარტს[4]. რეგიონის შემადგენლობაში შედის სამი კანტონის ტერიტორიები: ჯაზირის, კობანისა და აფრინის კანტონები.
სწრაფი ფაქტები ქურთ. Rojavaროჟავა, უდიდესი ...
დედაქალაქი | ელ-ქამიშლი 37°03′ ჩ. გ. 41°13′ ა. გ. | |||||
უდიდესი | ელ-ქამიშლი, აფრინი, ელ-ჰასაკა | |||||
ოფიციალური ენა | კურმანჯი, ასურული, არაბული | |||||
რელიგია | სეკულარული სახელმწიფო | |||||
მთავრობა | დემოკრატიული კონფედერაცია | |||||
- | თანათავჯდომარეები | ჰედია იუსეფი და მანსურ სელამი | ||||
დაარსება | ||||||
- | ფედერაციის გამოცხადება | 17 მარტი, 2016 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასება | 4 600 000[1][2][3] | ||||
ვალუტა | სირიული ფუნტი (SYP ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | |||||
მოძრაობა | მარჯვენა |
დახურვა
2012 წლის დასაწყისიდან მოყოლებული როჟავის (სირიის ქურთისტანის) ტერიტორიას აკონტროლებს ქურთების უმაღლესი კომიტეტი და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ფორმირებები (ბაშარ ალ-ასადის მთავრობის კონტროლის ქვეშაა მხოლოდ ელ-ქამიშლი და ელ-ჰასაკა)[5]. 2013 წლის ნოემბერში შეიქმნა რეგიონალური მთავრობა, რომელშიც შევიდნენ ქურთები, ასურელები და არაბები[6].