რონალდ კოუზი
From Wikipedia, the free encyclopedia
რონალდ ჰარი კოუზი ( დ. 29 დეკემბერი, 1910, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო – გ. 2 სექტემბერი, 2013, ჩიკაგო, ილინოისის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები) ბრიტანელი ეკონომისტია. ის იყო ეკონომიკის პროფესორი ჩიკაგოს სამართლის სკოლაში, სადაც 1964 წელს მივიდა და ცხოვრებს ბოლომდე დარჩა. ის დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ეკონომიკის დარგში 1991 წელს[1].
კოუზი, რომელსაც სჯეროდა რომ ეკონომისტებმა უნდა შეისწავლონ რეალური და არა თეორიული ბაზრები, ჩამოაყალიბა კორპორაციის შესახებ საკითხი, რომელიც მოიაზრებს კორპორაციას, როგორც დანახარჯების გადახდის საშუალებას იმისათვის, რომ იმუშავონ ბაზრებმა[2]. კოუზი ყველაზე მეტად ორი სტატიით გახდა ცნობილი, ესენია : "ფირმის ბუნება" (1937)[3], რომელიც წარმოაჩენს ტრანზაქციული დანახარჯების ცნებას იმისათვის, რომ ახსნას ფირმების ბუნება და შეზღუდვები და "სოციალური დანახარჯების პრობლემა" (1960)[4], რომელიც გვეუბნება, რომ კარგად განსაზღვრულ საკუთრების უფლებებს შეუძლიათ გარეგან ეფექტებთან დაკავშირებული პრობლემები დაძლიონ (ნახეთ კოუზის თეორემა). გარდა ამისა, კოუზის ტრანზაქციული დანახარჯების მიდგომა ამჟამადაც ახდენს გავლენას თანამედროვე ორგანიზაციულ ეკონომიკაზე, რომელიც ხელახლა გაცნობილი იქნა ოლივერ უილიამსონის მიერ.