From Wikipedia, the free encyclopedia
რომის მეტროპოლიტენი — იტალიის დედაქალაქ რომის მიწისქვეშა ტრანსპორტის სისტემა. გაიხსნა 1955 წელს. დღეისათვის რომის მეტროპოლიტენს ორი მოქმედი ხაზი აქვს — ხაზი ა და ხაზი ბ. მესამე მწვანე და მეოთხე ახალი ხაზი ამჟამად რეკონსტრუქციას განიცდის.
რომის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | იტალია |
ქალაქი | რომი |
გახსნის თარიღი | 9 თებერვალი 1955 წ. |
ხაზის სიგრძე | 54 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 68 |
ხაზთა რაოდენობა | 2 |
მგზავრები დღეში | |
მგზავრები წელიწადში | |
ხაზების სქემა | |
რომის მეტროსისტემა ევროპის დანარჩენი ქალაქების მიწისქვეშა სატრანსპორტო სისტემებისგან განსხვავებით, ნაკლებ განვითარებულია და მხოლოდ და მხოლოდ 38 კმ სიგრძისაა, როდესაც ბერლინის მეტროპოლიტენი 150 კმ-ია სიგრძით, ლონდონისა კი 400 კმ.
პირველი ხაზის მშენებლობა 1930-იან წლებში დაიწყო. ხაზი თავიდან დაგეგმილი იყო როგორც ცენტრალური ვაგზლის დამაკავშირებელი რომის სამხრეთ უბნებთან, სადაც ა42-ის არეში 1942 წელს მსოფლიო ბაზრობა უნდა მოწყობილიყო. ომის გამო მსოფლიო პროექტი ვერ განხორციელდა. მშენებარე უბანი მოგვიანებით გადააკეთეს და რომის ბიზნეს-კვარტლის სახელი უწოდეს უკვე 1950-იან წლებში. მეტროს ეს ხაზი საბოლოოდ, 1955 წელს გაიხსნა და დღესდღეობით ბ ხაზი ეწოდება. ა ხაზი 1980 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და ოტავიანოს სადგურიდან ანაგნინას სადგურამდე იყო გადაჭიმული. 1990-2000 წლებში ხაზი დააგრძელეს და უკვე ბატისტინის სადგურამდე აღწევს. 1990 წელს ბ ხაზი ტერმინის სადგურიდან რებიბბიას სადგურამდე დაგრძელდა. 2005 წლისთვის მისი საერთო სიგრძე 38 კილომეტრს აღწევდა. ორი არსებული ა და ბ ხაზები სადგურ რომა ტერმინისთან გადაიკვეთება. ბ ხაზის ახალი განტოტება ბ1 ამჟამად შენდება, მისი საერთო ბიუჯეტი 482,900,000 ევროა. ხაზის გახსნა 2010 წლისთვის იგეგმება. ხაზი ბ1 სადგურ პიაცა ბოლონიასთან შეუერთდება ხაზ ბ-ს და ოთხი სადგურით იქნება წარმოდგენილი, რომელთა ერთიანი სიგრძე 3,9 კილომეტრს არ გადააჭარბებს.
მესამე ხაზი, ხაზი ც მშენებლობის პროცესშია და 3,000,000 ევრო იხარჯება მის გასამართავად. ც ხაზს 30 სადგური უნდა ჰქონდეს საერთო სიგრძით 25,5 კილომეტრი. მესამე ხაზი ტერმინი-პანტანოს მიწისზედა სარკინიგზო კავშირს მთლიანად ჩაენაცვლება და სამომავლოდ ავტომატიზებული, უმემანქანო ვაგონებით იმოძრავებს. ხაზის პირველი განყოფილების გახსნა 2011 წლისთვის არის ნავარაუდევი, დასრულება კი 2015 წლისთვის. თუმცა, არქეოლოგიური აღმოჩენები გათხრებისას მეტისმეტად აფერხებს ხსენებული ხაზის გაყვანას.
მეოთხე ხაზი დ ამჟამად დაპროექტების პროცესშია. მას 22 სადგური და 20 კილომეტრიანი სამოძრაო ზოლი ექნება. ხაზის პირველი განყოფილება 2015 წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.