როზალინდ რასელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კათრინ როზალინდ რასელი (ინგლ. Catherine Rosalind Russel; დ. 4 ივნისი, 1907 — გ. 28 ნოემბერი, 1976) — ამერიკელი მსახიობი.[2] ცნობილია სწრაფად მოსაუბრე რეპორტიორის, ჰილდი ჯონსონის როლით, 1940 წლის ამერიკულ კომედიაში „მისი გოგონა პარასკევია“. ასევე ცნობილია მამი დენისის შესრულებული როლით ფილმში, „ბიცოლა მამი“ (1958), და როუზ ჰოვიკის შესრულებული როლით, კომედიურ მიუზიკლში სახელწოდებით, „ბოშა“ (1962). ხუთჯერ აქვს მოგებული ოქროს გლობუსი. 1953 წელს ბროდვეის თეატრში, შოუ „შესანიშნავ ქალაქში“ განასახიერა რუთის როლი, რომლისთვისაც იგი დაჯილდოვდა ტონი ჯილდოთი, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლში. სამსახიობო კარიერის განმავლობაში ოთხჯერ ნომინირდა ოსკარზე.
როზალინდ რასელი | |
---|---|
როზალინდ რასელი 1937 წელს | |
დაბადების სახელი | კათრინ როზალინდ რასელი[1] |
დაბადების თარიღი | 4 ივნისი, 1907 |
გარდაცვალების თარიღი |
28 ნოემბერი, 1976 (69 წლის) ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1929-1972 |
მეუღლე(ები) | ფრედერიკ ბრისონი (იქ. 1941) |
შვილ(ებ)ი | 1 |
გარდა წარმატებული კომედიური როლებისა, როზალინდ რასელი ასევე ცნობილი იყო დრამატული პერსონაჟების შესრულებული როლებით. ძირითადად ანსახიერებდა ძლიერ და მდიდარ ქალებს. იყო რამდენიმე ქალ მსახიობს შორის ერთ-ერთი რომელიც თამაშობდა რეპორტიორების, მოსამართლეების და ფსიქიატრების როლს.[3] განსაკუთრებით წარმატებული კარიერა ჰქონდა 1930-იანი წლებიდან 1970-იან წლებამდე. ძირითადად ასრულებდა კლასიკურ და გლამურულ როლებს.