ბრიტანელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და არქეოლოგი From Wikipedia, the free encyclopedia
რობინ ჯორჯ კოლინგვუდი (ინგლ. Robin George Collingwood; დ. 22 თებერვალი, 1889 — გ. 9 იანვარი, 1943) — ინგლისელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და არქეოლოგი. ძველი ბრიტანული ისტორიის სპეციალისტი. ავტორი ცნობილი ფილოსოფიური ნაშრომებისა: „ხელოვნების პრინციპები“ (1938) და „ისტორიის იდეა“ (1946) (რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა). კოლინგვუდი მხოლოდ ისტორიის ფილოსოფიით არ იყო დაინტერესებული, იგი ასევე მოღვაწეობდა არქეოლოგიაშიც.
რობინ კოლინგვუდი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 თებერვალი, 1889[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | კარტმელ-ფელი[7] |
გარდ. თარიღი | 9 იანვარი, 1943[7] [1] [2] [3] [4] [5] [6] (53 წლის) |
გარდ. ადგილი | კონისტონი[7] |
დასაფლავებულია | კონისტონი[8] |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, არქეოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | მაგდალენის კოლეჯი |
ალმა-მატერი | რაგბის სკოლა და საუნივერსიტეტო კოლეჯი |
რობინ დაიბადა კარტმელ-ფელიში (ლანკაშირი, ბრიტანეთი, მხატვრისა და არქეოლოგის, უილიამ გერშომ კოლინგვუდის ოჯახში. ჯორჯის დედაც მხატვარი და ნიჭიერი პიანისტი იყო. ჯორჯმა განათლება ჯერ რაგბის სკოლაში მიიღო, შემდეგ კი ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლეჯში. უნივერსიტეტის დამთავრებამდე ის, ასევე, ოქსფორდის პემბროკის კოლეჯის წევრადაც აირჩიეს.
კოლინგვუდი ოქსფორდის პემბროკის კოლეჯის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო, შემდეგ კი ოქსფორდში, მაგდალენის უნივერსიტეტში მეტაფიზიკური ფილოსოფიის პროფესორი გახდა. ის ფრენსის ჯონ ჰავერფილდის ერთადერთი მოწაფე იყო, რომელიც პირველ მსოფლიო ომს გადაურჩა. კოლინგვუდის ცნობიერებაზე დიდი გავლენა მოახდინეს იტალიელმა იდეალისტებმა: ბენედეტო კროჩემ, ჯოვანი ჯენტაილიმ და გვიდო დე რუჟემ (ამ უკნაასკნელთან მეგობრობდა კიდეც). ასევე, დიდი გავლენა იქონიეს ჰეგელმა, კანტმა, ჯამბატისტა ვიკომ, ბრედლიმ და სმიტმა.
1943 წლის 9 იანვარს, ჯორჯ კოლინგვუდი კონისტონში, (ლანკაშირი) ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ის პრაქტიკოსი აგლიკანი იყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.