From Wikipedia, the free encyclopedia
რობერ კლერმონელი (ფრანგ. Robert de Clermont; დ. 1256 — გ. 7 თებერვალი, 1317) — კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი და ბურბონთა დინასტიის დამაარსებელი. საფრანგეთის მეფე ლუი IX-ისა და დედოფალ მარგარიტა პროვანსელის უმცროსი ვაჟი. კლერმონის გრაფი და ბურბონის ჰერცოგი.
რობერ კლერმონელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1256 |
გარდაცვალების თარიღი | 7 თებერვალი, 1317, (60-61 წლის) |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | კლერმონისა და ბურბონის გრაფი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ბეატრის ბურგუნდიელი |
შვილ(ებ)ი |
ლუი I, ბურბონის ჰერცოგი ბლანში, ოვერნის გრაფინია ჟანი მარი, პუასუს აბატისა პიერი, პარიზის არქიდიაკვანი მარგარიტა, ანდრიის გრაფინია |
მშობლები |
მამა: ლუი IX, საფრანგეთის მეფე დედა: მარგარიტა პროვანსელი |
რობერი დაიბადა 1256 წელს. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარგარიტა პროვანსელის შუათანა ვაჟი. ვინაიდან მას უკვე ჰყავდა უფროსი ძმები და ტახტზე ასვლის შანსები არ ჰქონდა, მას ჯერ კლერმონის გრაფობა, ცოტა მოგვიანებით კი ბურბონის ჰერცოგობა უბოძეს. ამის გამო, მან დააარსა საკუთარი ბურბონთა დინასტია, რომელიც საუკუნეების მანძილზე მართავდა საფრანგეთს, ესპანეთს, სიცილიას, ნეაპოლს, ნავარას, ლუქსემბურგსა და პარმას.
1272 წელს რობერი დაქორწინდა შაროლუას გრაფ ჟანის ასულ ბეატრის ბურგუნდიელზე, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.