From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ ნიუტონ ფორდი (ინგლ. Robert Ford; დ. 31 იანვარი, 1862 — გ. 8 ივნისი, 1892) — ამერიკელი ბანდიტი, რომელმაც 1882 წლის აპრილში, ჯილდოს სანაცვლოდ მოკლა თავისი ბანდის ლიდერი ჯესი ჯეიმზი.[1][2] მოგვიანებით ფლობდა ბარებსა და საცეკვაო დარბაზებს კოლორადოში.
რობერტ ფორდი | |
---|---|
რობერტ ფორდი | |
მშობლიური სახელი | Robert Ford |
დაბადების თარიღი |
31 იანვარი, 1862 რეის ოლქი, მისური, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
8 ივნისი, 1892 (30 წლის) კრიდი |
საქმიანობა | კრიმინალი, ბარის მფლობელი |
ცნობილია როგორც | ჯესი ჯეიმზის მკვლელი |
ფორდი მოკლეს ედვარდ კეპეჰარტ ო’კელის ნასროლი ტყვიით 30 წლის ასაკში, 1892 წლის 8 ივნისს. ედვარდი ფორდს მოღალატედ თვლიდა, რადგან მან ჯესის მისივე სახლში, მისივე ოჯახის წევრების წინ ესროლა. სწორედ ეს გახდა ფორდის სიკვდილის მიზეზი. რობერტ ფორდის ძმა — ჩარლი, ჯესის სიკვდილს შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა და 1884 წლის 6 მაისს საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.[3][4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.