From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ ტრუჰილო (Robert Trujillo, დ. 23 ოქტომბერი, 1964)[1] — მექსიკელ-ამერიკელი ბასისტი, რომელიც 2003 წლიდან უკრავს ამერიკულ მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკაში.
რობერტ ტრუჰილო | |
---|---|
რობერტ ტრუჰილო 2013 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რობერტო აგუსტინ ტრუჰილო |
დაბ. თარიღი | 23 ოქტომბერი, 1964 |
დაბ. ადგილი | სანტა-მონიკა |
წარმოშობა | სანტა მონიკა, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | თრეშ მეტალი, მძიმე მეტალი, ჰარდკორ პანკი, ფანკ მეტალი, გრანჟი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ბას-გიტარა, გიტარა, ვოკალი |
აქტიური | 1978-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Warner Bros., Elektra, Megaforce |
საიტი | Metallica.com |
რობერტ ტრუჰილო ვიკისაწყობში |
სანამ რობერტი Suicidal Tendencies-ს შეუერთდებოდა (1989 წელი), უკრავდა რამდენიმე ადგილობრივ ჯგუფში. Suicidal Tendencies-ში მან ჩაანაცვლა ჯგუფის მეორე ბასისტი ბობ ჰიტკოტი. ჯგუფში მოსვლის შემდეგ მან თან მოიყოლა თავისი ფანკ გავლენა და დანარჩენ წევრებსაც გადასდო, რაც განსაკუთრებით ნათლად არის ასახული მათ ორ ალბომში: Lights...Camera...Revolution! და უფრო მეტად The Art of Rebellion. მოგვიანებით ჯგუფის ლიდერმა მაიკ მიურმა ტრუჰილოსთან ერთად ჩამოაყალიბა ფანკ მეტალ ჯგუფი Infectious Grooves.
გვიანი 90-იანებიდან ტრუჰილო ოზი ოსბორნის ბენდში. ტრუჰილო წარმოადგენდა განხილვის საგანს ოსბორნის ხელახლა გამოცემული Blizzard of Ozz და Diary of a Madman ალბომებისთვის ბობ დიზლის ბას-ტრეკის ჩაწერისთვის, რადგან ბობის განცხადებით, მას საკმარისად არ უხდიდნენ.
რობერტ ტრუჰილო მეტალიკის წევრი 2003 წლის 24 თებერვლიდანაა. იგი მანამდეც იცნობდა ჯგუფის წევრებს. რობერტმა თავისი მომავალი ჯგუფის წევრები Suicidal Tendencies-ის და მეტალიკის შეხვედრისას გაიცნო, ტურნეზე Nowhere Else To Roam დროს 1993 წელს. ტრუჰილომ მიიღო ერთი მილიონი ამერიკული დოლარი ავანსის სახით მეტალიკაში გაწევრიანებისთვის. მისი აუდიენცია და ჯგუფში აყვანა ასახულია დოკუმენტურ ფილმში Some Kind of Monster.
2009 წელს მეტალიკის დანარჩენ წევრებთან ერთად რობერტიც შევიდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
რობერტი დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი: გოგო და ბიჭი.[1][2] რობერტის ბას-გიტარაზე პიროგრაფიული ტექნიკით დახატული მაიას კალენდარი მისი ცოლის ჩლოუს შემოქმედებაა.[3][4][5] ჩლოუს საკუთარი საიტიც აქვს სახელად Chloe in art[6]. რობერტი და ჩლოუ ერთად არიან 2003 წლიდან დღემდე.
ტრუჰილო ძირითადად თითებით უკრავს, მაგრამ იშვიათად, ხოლოდ ზოგიერთ ჩანაწერსა და ცოცხლად შესრულებისას, იყენებს ასევე მედიატორს. რობერტის წინა ბასისტი მეტალიკაში ჯეისონ ნიუსტედი ყოველთვის მედიატორს იყენებდა, ხოლო ჯეისონის წინა ბასისტი კლიფ ბარტონი საერთოდ არ ხმარობდა და თითებით უკრავდა მეტალიკის პირველ სამ ალბომში.
ტრუჰილო ასევე იყენებს სლაპ ბასის ტექნიკას, რომლის ხილვაც შესაძლოა რობეტის სუისაიდალ ტენდენსისთან და განსაკუთრებით Infectious Grooves-თან მუშაობის დროს. ტრუჰილო ხშირად უკრავდა გახანგრძლივებულ სოლოებს ბასზე (რომლებსაც ჩანაწერებში Jungle Essence უწოდეს) მეტალიკის 2004 წლის ტურნეზე Madly in Anger with the World Tour, სადაც ის ხშირად იყენებდა სლაპ ბასის ტექნიკას და სხვა ეფექტებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.