რობერტ მოზესი

From Wikipedia, the free encyclopedia

რობერტ მოზესი

რობერტ მოზესი (Robert Moses) (18 დეკემბერი, 188829 ივლისი, 1981) — მე-20 საუკუნის ნიუ-იორკის, ლონგ-აილენდისა და მისი შემოგარენის "დიდი მშენებელი". როგორც თანამედროვე ქალაქის იერსახის შემქმნელს, მას ხშირად პარიზის მეორე იმპერიის ბარონ ოსმანს ადარებენ და ერთხმად აშშ-ის ქალაქგეგმარებაში ყველაზე პოლარიზებულ ფიგურად აღიარებენ. თუმცა არჩეული არასდროს ყოფილა, მოზესი ყველაზე გავლენიანი პიროვნება იყო ნიუ-იორკ სიტის მთავრობაში 1930-იანიდან 1950-იან წლებამდე. მან პირდაპირი მნიშვნელობით შეცვალა სანაპირო ზოლები, გზატკეცილები ააგო ზეცაში და მთელი რეგიონების სამუდამო ტრანსფორმაცია მოახდინა. მის გადაწყვეტილებებს, რომელიც უპირატესობას ჩქაროსნულ გზატკეცილებს ანიჭებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად, შედეგად ლონგ-აილენდის თანამედროვე გარეუბნების აღმოცენება მოჰყვა, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია ინჟინერთა, არქიტექტორთა და ურბანისტთა მთელ თაობაზე, რომლებმაც მისი ფილოსოფია მთელი ქვეყნის მასშტაბით განავრცეს.

Thumb
რობერტ მოზესი

მოზესი და მისი ნამუშევრები პროფესიულ წრეებში მძლავრი კრიტიკის საგანი გამხდარა. მთავარი არგუმენტი მის წინააღმდეგ იყო ასობით ათასი ნიუ-იორკის მოქალაქის გადასახლება, რამაც გაანადგურა სამხრეთი ბრონქსი და კონი-აილენდის გართობის პარკი, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაკნინება დაუფინანსებლობისა და საერთო უყურადღებობის გამო. მეორე მხრივ, მოზესის პროექტებს მრავალი განიხილავს, როგორც აუცილებელ ზომას რეგიონის განვითარებისთვის. მოზესის დამსახურებაა ასევე გაეროს შტაბბინის მანჰეტენზე მოთავსება, ვაშინგტონის ნაცვლად. მოზესის გამკრიტიკებელთათვის ის ყოველთვის დარჩება როგორც ადამიანი, რომელსაც სწამდა, რომ "ქალაქები ტრანსპორტისთვის იყო" და "თუ შედეგმა არ გაამართლა საშუალება, მაშ სხვა რაღამ?"


Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.