რობერტ დაუნი უმცროსის ფილმოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ დაუნი — ამერიკელი მსახიობი. მისი დებიუტი კინოში შედგა 1970 წელს მამამისის, რობერტ დაუნი უფროსის ფილმში „შერეკვა“. დაუნის 1980-იანი წლების ფილმებია: „კედელი კედელზე“ (1985), „უცნაური მეცნიერება“ (1985), „უკან სკოლაში“ (1986), „ნულზე ნაკლები (1987), „კარგად მოიქეცი ჯონი“ (1988), „ნამდვილი მორწმუნე“ (1989) და „შესაძლებელია“ (1989). 1985 წელს რეგულარულად მონაწილეობდა მუსიკალურ-იუმორისტულ შოუში „შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში“.
1990-იან წლებში მონაწილეობდა ფილმებში „Air America“ (1990), „საპნის ქაფი“ (1991), „ჩაპლინი“ (1992), „გული და სულები“ (1993), „ხანმოკლე მონტაჟი“ (1993), „მხოლოდ შენ“ (1994), „რიჩარდ III“ (1995), „აშშ-ის მარშალები“ (1998). „ჩაპლინში“ შესრულებული როლისთვის გადაეცა BAFTA საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მთავარ როლში და აგრეთვე მიიღო ოსკარის ნომინაცია იმავე კატეგორიაში.[1][2]