ამერიკელი მსახიობი From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ დაუნი უმცროსი (ინგლ. Robert Downey, Jr.; დ. 4 აპრილი, 1965)[1] — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. 2008 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ იგი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.[2] ჟურნალ „Forbes“-ზე დაყრდნობით, 2013 და 2015 წლებში დაუნი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო.[3][4] იგი აგრეთვე მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობია, რომლის ფილმების შემოსავალი 14 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.[5]
რობერტ დაუნი უმცროსი | |
---|---|
რობერტ დაუნი, 2014 | |
დაბადების თარიღი |
4 აპრილი, 1965 ნიუ-იორკი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1970-დღემდე |
მეუღლე(ები) |
დებორა ფალკონერი (იქ. 1992–2004) სიუზან ლევინი (იქ. 2005) |
პარტნიორ(ებ)ი | სარა ჯესიკა პარკერი (1984-2005) |
შვილ(ებ)ი | 3 |
მშობლები | მამა: რობერტ დაუნი უფროსი |
ხელმოწერა |
მისი დებიუტი კინოში შედგა 1970 წელს, 5 წლის ასაკში, მამის, რობერტ დაუნი უფროსის მიერ გადაღებულ ფილმში „ფუნტი“. 1980-იან წლებში იგი თამაშობდა ფილმებში მოზარდების შესახებ. პირველი დიდი აღიარება მოიპოვა ფილმით „ნულზე ნაკლები“. 1992 წელს, ფილმში „ჩაპლინი“ შესრულებულმა მთავარმა როლმა მას მოუტანა BAFTA[6] და აგრეთვე ოსკარის პირველი ნომინაცია საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში.[7]
1990-იან წლებში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალების შემდეგ იგი დაუბრუნდა ეკრანებს ლარი პოლის როლით ტელესერიალში ელი მაკბილი, რამაც მოუტანა კარიერაში პირველი ოქროს გლობუსი. ამას მოჰყვა რამდენიმე წარმატებული როლი ფილმებში: „გოთიკა (2003), „გაფრენილი კოცნა“ (2005) და „ზოდიაქო“ (2007). 2008 წელს ფილმ „ტროპიკულ ქარიშხალში“ შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარის მეორე ნომინაცია.[8] 2006 წელს მიიღო ტონი სტარკის როლი ფილმში „რკინის კაცი“, რითაც საფუძველი ჩაეყარა მასშტაბურ მედიაფრენჩაიზს Marvel-ის კინოსამყაროს. დაუნიმ როლის განსახიერება განაგრძო ფილმებში: „წარმოუდგენელი ჰალკი“ (2008), „რკინის კაცი 2“ (2010), „შურისმაძიებლები“ (2012), „რკინის კაცი 3“ (2013), „შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა“ (2015), „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ (2016), „ადამიანი ობობა: დაბრუნება“ (2017), „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (2018) და „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019). იგი აგრეთვე ცნობილია შერლოკ ჰოლმზის როლით გაი რიჩის ფილმებში შერლოკ ჰოლმზი (2009) და „შერლოკ ჰოლმზი: ჩრდილების თამაში“ (2011). პირველ ნაწილში შესრულებული როლისთვის გადაეცა მეორე ოქროს გლობუსი.[9]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.