ამერიკელი პოლიტიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
რიჩარდ გრინ ლუგარი (ინგლ. Richard Green Lugar; დ. 4 აპრილი, 1932, ინდიანაპოლისი — გ. 28 აპრილი, 2019, ფოლს-ჩერჩი) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი 1977–2013 წლებში ინდიანას შტატიდან. რესპუბლიკური პარტიის წევრი.
რიჩარდ ლუგარი | |
შეერთებული შტატების სენატორი ინდიანის შტატიდან | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1977 – 3 იანვარი, 2013 | |
წინამორბედი | ვენს ჰარტქი |
მემკვიდრე | ჯო დონელი |
ინდიანოპოლისის 44-ე მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1968 – 1 იანვარი, 1976 | |
წინამორბედი | ჯონ ბარტონი |
მემკვიდრე | უილიამ ჰადნატი |
დაბადებული | 4 აპრილი, 1932 ინდიანაპოლისი, ინდიანის შტატი, აშშ |
გარდაცვლილი | 28 აპრილი, 2019 (87 წლის) ფოლს-ჩერჩი, ვირჯინიის შტატი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური |
მეუღლე | შარლენ შმელცერი (იქ. 1956) |
განათლება | დენისონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები |
ხელმოწერა | |
საიტი | lugar.senate.gov |
დაიბადა ინდიანაპოლისში. დაამთავრა დენისონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები. 1964–1967 წლებში შედიოდა ინდიანიპოლისის სკოლების საგანგებო რწმუნებულთა საბჭოში. 1968–1976 წლებში იყო ამავე ქალაქის მერი. 1974 წელს ინდიანას შტატში ჩატარებულ სენატის არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ 1976 წელს ხელახლა იყარა კენჭი და დაამარცხა დემოკრატი მოწინააღმდეგე. ხელახლა იქნა არჩეული 1982, 1988, 1994, 2000 და 2006 წლებში. სულ 36 წელი იყო სენატორი. იყო არასამთარობო ორგანიზაცია „ლუგარის ცენტრის“ პრეზიდენტი. ეს არაკომერციული ორგანიზაცია საკვების უსაფრთხოებაზე, ბიოლოგიური იარაღის გავრცელების პრევენციასა და სხვა საკითხებზე მუშაობს. ლუგარი გარდაცვალებამდე ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა. იყო ისტორიისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის საპატიო ლექტორი. მუშაობდა ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა კვების უსაფრთხოება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, ენერგოდამოუკიდებლობა, თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნებს შორის და სხვ.
სხვადასხვა კოლეჯსა და უნივერსიტეტში მიღებული აქვს 46 საპატიო წოდება; იყო სამი ვარსკვლავის ორდენის დიდი ოფიცერი (ლატვია; 12 ოქტომბერი, 2005),[1] თავად იაროსლავ ბრძენის V ხარისხის ორდენისა (უკრაინა; 19 აგვისტო, 2006)[2] და თავისუფლების ორდენის კავალერი (უკრაინა; 22 აგვისტო, 2016)[3] და სხვ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.