რიფის ზურგრქოსანი, ასევე ცნობილი ჰავაური სახელით, humuhumunukunukuāpuaokinaa (ˈhumuˈhumuˈnukuˈnukuˈwaːpuˈwɐʔə), ასევე როგორც Humuhumunukunukuapua'a ან უბრალოდ humuhumu, რომლის მნიშვნელობაა „რიფის ზურგრქოსანი ღორის მაგვარი დინგით“[1]. (ლათ. Rhinecanthus rectangulus) — სხივფარფლიანი თევზების სახეობა ზურგრქოსანისებრთა ოჯახიდან.

სწრაფი ფაქტები რიფის ზურგრქოსანი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
რიფის ზურგრქოსანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  სახეობა
ზეოჯახი:  Rhinecanthus
ლათინური სახელი
Rhinecanthus rectangulus
დაცვის სტატუსი
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 193713
დახურვა

აღწერა

სხეულის საშუალო სიგრძე 30 სმ. ზურგის ორივე ფარფლში 3 ეკლიანი და 22–25 რბილი სხივია, ანალურში — 20–22 რბილი სხივი, უხეში არ აქვს. ზურგის შეფერილობა სტაფილოსფერ-ყავისფერია, გვერდებზე კუდთან ახლოს ორ-ორი წვრილი ზიგზაგისებური ყვითელი ხაზია, რომელიც გამოყოფს ზურგს კუდის შავი ღეროსგან, თავი და მუცელი თეთრი, თვალებიდან და მკერდის ფარფლებიდან ანალურ ფარფლამდე გადის განიერი შავი ზოლი.

არსებობის არეალი

ცხოვრობს ტროპიკულ წყლებში იდოეთისა და წყნარ ოკეანეში წითელი ზღვიდან და სამხრეთ აფრიკიდან მარკიზის კუნძულებამდე, ჩრდილოეთით სამხრეთ იაპონიამდე და სამხრეთით ლორდ-ჰაუს კუნძულამდე.

ცხოვრების წესი და კვება

ტერიტორიული სახეობაა. იკვებება წყალმცენარეებით, დეტრიტით, მოლუსკებით, კიბოსნაირებით, ჭიაყელებით, კანეკლიანებით, ღრუბლებით, ფორამინიფერებით, პატარა თევზებით და ქვირითით.

ფოტო

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.