რიტა მორენო
From Wikipedia, the free encyclopedia
რიტა მორენო (დაიბადა როგორც როზა დოლეროს ალვერიო მარკანო;[1] დ. 11 დეკემბერი, 1931) — პუერტო-რიკოელი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე. მისი კარიერა მოიცავს 70 წელზე მეტს. მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ ფილმში, აღსანიშნავია მისი მეორეხარისხოვანი როლები შემდეგ ფილმებში: 1952 წლის ამერიკული მიუზიკლი-კომედია „სიმღერა წვიმის ქვეშ“, ამერიკული მიუზიკლი „მეფე და მე“ (1956), რომანტიკული მიუზიკლი „ვესთსაიდური ამბავი“ (1961), 1971 წლიდან 1977 წლამდე მონაწილეობდა ამერიკულ საგანმანათლებლო საბავშვო სატელევიზიო სერიალში, „ელექტრო კომპანია“, 1997 წლიდან 2003 წლამდე პიტერ მარია რეიმონდოს როლს თამაშობდა HBO-ს სერიალში სახელწოდებით, „Oz“. გადაღებულია ისეთ ფილმებში როგორიცაა: ამერიკული კომედიური დრამა „პოპი“ (1969), „სხეულის შეცნობა“ (1971), რომანტიკული კომედია „ოთხი სეზონი“ (1981), „მე ასე მომწონს“ (1994), კომედიური დრამა „ბევერლი ჰილზის ჯურღმულები“ (1998). 1994] წლიდან 1999 წლამდე ახმოვანებდა ანიმაციურ სერიალს, სახელწოდებით „სად არის დედამიწაზე კარმენ სენდიეგო?“. სცენაზე ნათამაშები როლებიდან, ყველაზე მეტად ცნობილია გუგი გომეზის შესრულებული როლით, კომედიაში „The Ritz“.
რიტა მორენო | |
---|---|
მორენო 2011 წელს | |
დაბადების სახელი | როზა დოლეროს ალვერიო |
დაბადების თარიღი |
11 დეკემბერი, 1931 (1931-12-11) (92 წლის) პუერტო-რიკო |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე |
აქტიური | 1943-დღემდე |
მეუღლე(ები) | ლეონარდ გორდონი (იქ. 1965–2010) |
შვილ(ებ)ი | 1 |
2020 წლის მონაცემებით, თამაშობს სიტკომის, სახელწოდებით „ერთხელ ერთ დღეს“-ის რიმეიქში.
მორენო იმ რამდენიმე არტისტს შორის შედის,[2] რომელსაც მოგებული აქვს ოთხივე მთავარი ამერიკული ყოველწლიური ჯილდო: ემი, გრემის ჯილდო, ოსკარი და ტონი. გარდა ამისა, დაჯილდოვებულია სხვა მრავალი პრიზით, როგორც სამსახიობო მოღვაწეობისთვის, ასევე ცხოვრებისეული მიღწევებისთვის, მათ შორის არის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი. 2019 წელს დაჯილდოვდა „Peabody“-ის ჯილდოთი.