რიტა კოლველი
From Wikipedia, the free encyclopedia
რიტა კოლველი (ინგლ. Rita Rossi Colwell ; დ. 23 ნოემბერი, 1934 ბევერლი, მასაჩუსეტსი) — ამერიკელი მეცნიერი, მიკრობიოლოგი და ოკეანოლოგი, საზღვაო მიკრობიოლოგიის სპეციალისტი, [10] რომელიც მუშაობს ინფექციური დაავადებების, წყლისა და ჯანმრთელობის გლობალურ საკითხებზე. აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (2000) და ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი, კოლეჯ პარკში მერილენდის უნივერსიტეტის (1972 წლიდან) და ჯონ ჰოპკინზის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის (Johns Hopkins Bloomberg School of Public Health) პროფესორი (2004 წლიდან). ასევე Canon US Life Sciences, Inc.-ის საპატიო თავმჯდომარე და CosmosID, Inc-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1998-2004 წლებში ხელმძღვანელობდა ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. დაჯილდოებულია მეცნიერების ეროვნული მედლით (2006) და სხვა მაღალი პრესტიჟული, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოებით. 2005 წელს იგი შეიყვანეს ქალთა ეროვნული დიდების დარბაზში. მისი ძირითადი სამეცნიერო აღმოჩენები უკავშირდება ქოლერას, [11] რომლის კვლევასაც მეცნიერმა 40 წელზე მეტი დაუთმო.
რიტა კოლველი | |
---|---|
ინგლ. Rita Rossi Colwell | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 23 ნოემბერი, 1934(1934-11-23)[1] (89 წლის) |
დაბ. ადგილი | Beverly |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ბიოლოგი და მიკრობიოლოგი |
მუშაობის ადგილი | ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი და მერილენდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ვაშინგტონის უნივერსიტეტი და პერდიუს უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
ჯილდოები | უილიამ პროქტერის პრემია სამეცნიერო მიღწევებისთვის[2] , ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[3] , მეცნიერების ეროვნული მედალი, ვენივარ ბუშის პრემია[4] , Stockholm Water Prize[5] , ჰელმჰოლცის მედალი, Fellow of Bangladesh Academy of Sciences, კანადის სამეფო საზოგადოების წევრი, International Prize for Biology[6] [7] , AAAS-ის წევრი, მერილენდელი ქალების დიდების დარბაზი[8] და უილიამ ბოუის მედალი[9] |