From Wikipedia, the free encyclopedia
რელიგია ლაოსში - რელიგიური პრაქტიკების ერთობლიონა ლაოსში. ლაოსის უმსხვილესი რელიგია თერავადის სკოლის ბუდიზმია, რომელსაც მოსახლეობის 66% იცავს . დანარჩენი მოსახლეობა მინიმუმ 48 განსხვავებულ ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს ეკუთვნის, ამ ეთნიკური ჯგუფების უმეტესობა (30%) ლაოსის ხალხურ რელიგიებს მისდევს. მრავალი ბუდისტური პრაქტიკა ხალხურ რელიგიას შეუერთდა. კათოლიკეები და პროტესტანტები მოსახლეობის დაახლოებით 2% -ს შეადგენს. სხვა მცირე რელიგიებია ბაჰაჯოს რწმენა, მაჰაიანას სკოლის ბუდიზმი და ჩინეთის ხალხური რელიგიები (დაოსიზმი, კონფუციანიზმი). მოქალაქეთა ძალიან მცირე რაოდენობა ათეისტი ან აგნოსტიკოსია. ლაოსში მოქმედებს რელიგიური საქმიანობის სამინისტრო. დაარქივებული 2012-10-10 საიტზე Wayback Machine.
თერავადას სკოლის ბუდიზმი ქვეყანაში უდიდესი ორგანიზებული რელიგიაა თითქმის 5,000 მოქმედი ტაძრით, რომელთაც როგორც სამლოცველოების, ასევე საზოგადოებრივი ცენტრების და თავშეყრის ადგილების როლი აქვს. ქვედა ლაოსის სოფლებში რელიგიურ ტრადიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბუდისტი მამაკაცების უმეტესობა ცხოვრების გარკვეულ ნაწილს ბერად ატარებს ბუდისტურ ტაძრებში, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე დღეს. მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის მიხედვით ტაძარი შეიძლება იყოს მარტივი ხის და ბამბუკის კონსტრუქცია ან აგურისა და ბეტონის მსხვილი, მდიდრულად მორთული ნაგებობებაა, რომელიც გაფორმებულია ფერადი ფრესკებით და კრამიტის სახურავებით, რომლებიც ნაგას, მითიური გველის ან წყლის დრაკონის იმიტაციას წარმოადგენს. ვიენტიანში არის მაჰაიანას სკოლის ბუდისტური ოთხი ტაძარი, ორი ემსახურება ეთნიკურ ვიეტნამურ მოსახლეობას და ორი ემსახურება ეთნიკურ ჩინელებს.
ქვეყანაში დაახლოებით 22000 ბერია, რომელთაგან თითქმის 9000-ს მიღებული აქვს "უფროსი ბერის" წოდება, რაც ტაძრებში წლობით სწავლაზე მიუთითებს. გარდა ამისა, არსებობს დაახლოებით 450 მონაზონი, უმეტესად ხანდაზმული ქვრივი ქალები, რომლებიც ცხოვრობენ ტაძრებში. ბუდისტური უზენაესი პატრიარქი ვიენტიანში ცხოვრობს და ეროვნული ბუდისტური ოფისის საქმიანობას განაგებს.
ლაოსის ხალხური რელიგია (ლაოს. ສາ ສ ນາ სასნა ფი, "სულთა რელიგია") არის ზოგადი ტერმინი ეთნიკური რელიგიებისთვის, რომლებსაც ლაოსის მოსახლეობის 30,7% მისდევს დაარქივებული 2016-03-10 საიტზე Wayback Machine. . ეს რელიგიები პანთეისტური და პოლითეისტურია და მოიცავს შამანებს და წინაპართა სულების თაყვანისცემას.
სასანა ფის რელიგიურ სისტემაში სულები ან ღმერთები შენობის ან ტერიტორიების, ბუნების ან საგნების გაპიროვნებებია, ასევე წინაპრების და ზებუნებრივი ძალების სულები. ღვთაებები ხშირად ურთიერთობენ ცოცხალ სამყაროსთან, იცავენ და ავნებენ ადამიანებს. ადგილების მფარველ ღვთაებებს, მაგ. ტაძრების და ქალაქების, უძღვნიან დღესასწაულებს და საკვებს სწირავენ. პანთეონში ლაოსურ ღმერთებთან ერთად ინდუისტური წარმოშობის ღვთაებებიც შედიან.
პანთეონში შედის ოცდათორმეტი უმეტესად დამცავი "სხეულის სული", რომლებიც ხვანდის სახელით არიან ცნობილი. ლოცვითა და რიტუალებით ადამიანი მათთან კავშირს აძლიერებს, რაც მას დაძაბულ მომენტებში ეხმარება., კავშირის დასუსტება უიღბლობას და დაავადებას იწვევს. ასეთი რიტუალები სრულდება ქორწინებამდე, სამსახურის დაწყებამდე, სტუმრების სახლში მიღებამდე, მოგზაურობამდე, სამკურნალოდ და გამოჯანმრთელების შემდეგ.
ქრისტიანობა ლაოსში უმცირესობის რელიგიაა. ლაოსში კათოლიკური ეკლესიის დაახლოებით 45,000 წევრია, რომელთა უმეტესობა ეთნიკურად ვიეტნამელია. ისინი უმეტესად დიდ ქალაქებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ბოლო წლებში პოპულარობა მოიპოვა პროტესტანტიზმმა, მას დაახლოებით 100000 მიმდევარი ჰყავს.
ლაოსის კონსტიტუცია აღიარებს რელიგიურ თავისუფლებას და უმეტესად ეს უფლება დაცულია, თუმცა შეინიშნება დარღვევებიც. ამ მხრივ თავის ძალაუფლებას ხშირად სამთავრობო ავტორიტეტები აჭარბებენ. ამის მსხვერპლნი ხშირად ქრისტიანები ხდებიან, ბოლო წლებში უმეტესად პროტესტანტური უმცირესობები (დამოკიდებულება არაპროტესტანტ ქრისტიანებს მიმართ გაუმჯობესებულია).
არსებობდა რელიგიური პატიმრობის მაგალითებიც, მათ შორის იყვნენ დაურეგისტრირებელი ბუდისტი ბერები და რამდენიმე პროტესტანტი ქრისტიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.