![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c4/Mh_RHB_gt12_ganzreklame_cocacola.jpg/640px-Mh_RHB_gt12_ganzreklame_cocacola.jpg&w=640&q=50)
რეკლამა
From Wikipedia, the free encyclopedia
რეკლამა (ლათ. reclamo - „წამოვიყვირებ“) — ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c4/Mh_RHB_gt12_ganzreklame_cocacola.jpg/640px-Mh_RHB_gt12_ganzreklame_cocacola.jpg)
ალტერნატიული განსაზღვრებით, რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადი. რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, „პიარი“, პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი და ბილბორდები. ძველ საბერძნეთსა და რომში სარეკლამო განცხადებებს წერდნენ , ცნობილია ბეჭდური სარეკლამო განცხადება ინგლისში , რომელიც 1473 წლით თარიღდება, ხოლო 1611 წელს ლონდონში შეიქმნა მსოფლიოში პირველი სარეკლამო ბიურო დღეს რეკლამა განიხილება როგორც მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. რეკლამა მეურნეობის სისტემაში- ეს არის საინფორმაციო პროპაგანდისტული და ღონისძიებების ერთობლიობა, გამიზნული მოსახლეობის მოთხოვნილებებზე. სარეკლამო ინფორმაცია - ეს არის პოტენციური მყიდველების შეტყობინება საქონელთა შესახებ, მათი დანიშნულებისა და თვისებების, გაყიდვის ადგილებისა და პირობების, აგრეთვე შეთავაზებული მომსახურების შესახებ. საქონელთა პროპაგანდა-ეს არის საქონლის შესახებ ცნობების გავრცელება და გაღრმავებული განმარტება მყიდველებზე ზემოქმედებისა და მასში ყიდვის მოთხოვნების გაჩენის მიზნით. რეკლამის ძირითადი პრინციპები - გეგმაზომიერება და ინფორმაციულობა.
პირველი ლეგალური სატელევიზიო რეკლამა ეთერში გავიდა 1941 წლის 1 ივლისს აშშ–ში. ბეისბოლის მატჩის შესვენების დროს გამოჩნდა საათების მწარმოებელი კომპანია Bulova-ს რეკლამა, რომელშიც მან 4 აშშ დოლარი გადაიხადა.[1]
პირველი სარეკლამო გმირი, რომელიც მთლიანად კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა (1993 წ.), არის თეთრი დათვი, რომელიც კოკა-კოლას მიირთმევს.[2]