რაინი (გერმ. Rhein /ʀaən/, ფრანგ. Rhin /ʀɛ̃/, ნიდერლ. Rijn /rɛin/) — მდინარე დასავლეთ ევროპაში. გაედინება შვეიცარიის, ლიხტენშტაინის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების ტერიტორიაზე. სიგრძე — 1230 კმ, აუზის ფართობი — 185 ათასი კმ².

სწრაფი ფაქტები რაინი, ქვეყანა ...
დახურვა

მდინარე სათავეს ალპებში იღებს, გაედინება ბოდენის ტბით, გაივლის იურასი და შვარცვალდის ქედებს, ამის შემდეგ ზემორაინის დაბლობზე მიედინება. ქვემო დინება საშუალო ევროპულ დაბლობზეა, სადაც კალაპოტები რიგ ადგილებში დამბებით არის შემოფარგლული. ჩრდილოეთის ზღვაში მოხვედრამდე დანაწევრებულ დელტას ჰქმნის.

ძირითადი შენაკადებია: ნეკარი, მაინი, რური (მარჯვენა). აარე, მოზელი (მარცხენა).

ზემო წელზე გაზაფხულ-ზაფხულის წყალმარჩხობა, საშუალო და ქვემო დინებაში კი საკმაოდ წყალუხვია მთელი წლის განმავლობაში.

მდინარე სანაოსნოა 953 კმ-ზე, ქალაქ ბაზელამდე ბოდენის ტბის ჩათვლით. სამდინარო გზების საერთო სიგრძე მდინარე რაინის აუზში 3000 კმ-ია.

რაინი არხებით უკავშირდება რონას, მარნას, ვეზერს, ელბას.

ქალაქები რეინზე: არნემი (ნიდერლანდები), დიუსელდორფი, კელნი, ბონი, მაინცი, მანჰაიმი, ბორმსი, სტრასბურგი (საფრანგეთი), ბაზელი (შვეიცარია).

კუნძულები რაინზე: ალტენა

Thumb
რაინისა და მოზელის შერთვა გერმანიის ქალაქ კობლენცთან

მდინარის სახელწოდება ითარგმნება როგორც „დინება“ (კელტურიდან).

1986 წლის 1 ნოემბერს რეინზე ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა. შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ფირმა „სანდოსის“ ქიმიურ ქარხანაში გაჩენილმა ხანძარმა მდინარეში 30 ტონა პესტიციდის, ვერცხლისწყლის და სხვა სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების ჩაღვრა გამოიწვია. შედეგად, წყალს წითელი ფერი დაედო, მდინარის რაიონებში ხალხს სახლებიდან გამოსვლა აეკრძალა, გფრ-ში წყალსადენები დაიკეტა, რომელთა მაგივრად ცისტერნებით ჩაზიდული წყალი გამოიყენებოდა. 10 დღის განმავლობაში დაბინძურება ჩრდილოეთის ზღვამდეც ავიდა. ექსპერტთა შეფასებით, ნახევარი მილიონი თევზი დაიღუპა, ზოგიერთი სახეობა კი საერთოდ გაქრა.

საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო 1987 წელს მიიღეს „სამოქმედო პროგრამა — რაინი“, რომელიც 2000 წლამდე იყო გათვლილი. სხვაგვარად ამ პროგრამას „ორაგული 2000“ ერქვა, რადგანაც ამ დროისთვის დაბინძურებისადმი ამ მგრძნობიარე თევზის მდინარეში დაბრუნებაზე იყო ორიენტირებული. ხელისუფლების აქტიური ქმედებების შედეგად, მდინარეში ნიტრატებისა და ფოსფატის ჩადიენაბა 50%-ით შემცირდა, სხვა სახის დაბინძურების შემცირება კი 80-დან 100%-მდე მოხდა. ორაგულიც 1997 წელს, 3 წლით ადრე დაბრუნდა მდინარის წყლებში. ამჟამად პროგრამა „რაინი 2020“ ტარდება, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მდინარის წყალი 2020 წლისთვის საბანაოდ ვარგისი გახდეს.

Thumb
რაინი

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: რაინი

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.