რეინალდო ბინიონე
From Wikipedia, the free encyclopedia
რეინალდო ბინიონე (ესპ. Reynaldo Benito Bignone; დ. 21 იანვარი, 1928, ბუენოს-აირესი, არგენტინა — გ. 7 მარტი, 2018, იქვე) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1982–1983 წლებში. თანამდებობა ეკავა 1982 წლის 1 ივლისიდან, 1983 წლის 9 დეკემბრამდე.
სწრაფი ფაქტები არგენტინის 45-ე პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
რეინალდო ბინიონე | |
![]() | |
არგენტინის 45-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივლისი, 1982 – 9 დეკემბერი, 1983 | |
წინამორბედი | ლეოპოლდო გალტიერი |
მემკვიდრე | რაულ ალფონსინი |
დაბადებული | 21 იანვარი, 1928 ბუენოს-აირესი, არგენტინა |
გარდაცვლილი | 7 მარტი, 2018 ბუენოს-აირესი, არგენტინა |
ეროვნება | არგენტინელი |
ხელმოწერა | ![]() |
დახურვა
2011 წლის 15 აპრილს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს.[1]
1953 წლის 8 იანვარს დაქორწინდა ნილდა რაკელ ბელენზე (20 ივლისი 1928 – 13 მარტი 2013)[2][3].
რეინალდო ბინიონე გულის შეტევით გარდაიცვალა 2018 წლის 7 მარტს ბუენოს-აირესში 90 წლის ასაკში[4].