რეივა
From Wikipedia, the free encyclopedia
რეივა ასევე რეივას ერა ან რეივას ეპოქა (იაპონ. 令和[1]) — იაპონიაში არსებული კალენდრის ეპოქის (ერას) სახელწოდება და იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს მმართველობის ოფიციალური დევიზი. ტაიკას ერის შემდეგ, რეივა არის 248-ე ერა.[2] რეივა დაიწყო 2019 წლის 1 მაისს, მას შემდეგ, რაც იმპერატორმა აკიჰიტომ დატოვა ქრიზანთემური ტახტი. მისი ადგილი დაიკავა იმპერატორმა ნარუჰიტომ — იაპონიის 126-ე იმპერატორმა. სახელწოდება რეივა მომდინარეობს „მანიოშიუს“ (იაპონ. 万葉集) პოემიდან, რომლის შესავალშიც აღწერილია ქლიავის ფერები. იაპონიის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევაში, როდესაც ეპოქის სახელწოდება შეირჩა არა ჩინური, არამედ იაპონური ლიტერატურიდან.