რევოლუცია
From Wikipedia, the free encyclopedia
რევოლუცია — რაიმე სფეროში დროის შედარებით მოკლე პერიოდში მომხდარი შესამჩნევი ცვლილებები, ძირფესვიანი გადატრიალება, ურთიერთობათა გარდაქმნა, ძველი, დრომოჭმული წყობილების ძალით დამხობა და ახალი წყობილების დამყარება, საზოგადოებრივი გარკვეული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების დაპყრობა.[1]
რევოლუცია შეიძლება ნიშნავდეს:
- სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებებს. პოლიტიკური რეჟიმის ან ხელისუფლების ცვლილება, ძალადობრივი ან მშვიდობიანი გზით.
- სწრაფ ცვლილებებს სოციალურ სფეროში. საზოგადოების ქცევის, მსოფმხედველობის, მორალური პრინციპების შეცვლა.
- კულტურულ აღმავლობას.
- ტექნოლოგიურ პროგრესს.