რაჯასტანის ციხესიმაგრეები
From Wikipedia, the free encyclopedia
რაჯასტანის ციხესიმაგრეები — ციხესიმაგრეების კომპლექსი რაჯასტანის შტატში (ინდოეთი), მოიცავს ექვს, დიდებულ ციხესიმაგრეს: ჩიტორგარჰის, ამბერის, კუმბალგარჰის, რანთამბორეს, გაგრონისა და ჯაისალმერის ციხესიმაგრეებს. სიმაგრეების ეკლექტიკური არქიტექტურა მეტყველებს რაჯპუტის სამეფოების (ყვაოდნენ VIII საუკუნიდან XVIII საუკუნემდე), სიძლიერეზე. თავდაცვითი კედლებით შემოსაზღვრულია დიდი საქალაქო და სავაჭრო ცენტრები, სასახლეები და სხვა შენობები, მათ შორის ტაძრები. სწორედ საფორტიფიკაციო ნაგებობათა მიღმა იქმნებოდა კულტურა - მუსიკა, ხელოვნება, მიმდინარეობდა სწავლა-განათლება.
რაჯასტანის ციხესიმაგრეები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ჩიტორგარჰის ციხესიმაგრე | |
ქვეყანა | ინდოეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii |
სია | |
რეგიონი** | აზია |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2013 (37-ე სესია) |
ნომერი | 247 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ამ კედლებში მოქცეულმა ზოგიერთმა საქალაქო ცენტრმა დღემდე მოაღწია, ისევე როგორც ბევრმა ტაძარმა და სხვა საკრალურმა ნაგებობებმა. ადგილობრივები ციხესიმაგრეების დასაცავად ბუნებრივ საშუალებებსაც იყენებდნენ: ბორცვები, უდაბნოები, მდინარეები და ხშირი ტყეები კარგად იცავდა სიმაგრეებს.
რაჯასტანის ციხესიმაგრეების წყლის მომარაგების უძველესი სიტემები დღესაც მწყობრშია და გამოიყენება.[1].