რაშტრაკუტები
From Wikipedia, the free encyclopedia
რაშტრაკუტები (სანსკ. राष्ट्रकूट rāṣṭrakūṭa, კან. ರಾಷ್ಟ್ರಕೂಟ) — ინდური სამეფო დინასტია (753—982), რომელთა წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
ადრეული მმართველები იყვნენ ჩალუკიების ვასალები, მაგრამ VIII საუკუნიდან რაშტრაკუტებმა დაამარცხეს ისინი და ორი საუკუნის მანძილზე მართვადნენ სამხრეთ ინდოეთს (თანამედროვე მაჰარაშტრას, კარნატაკას, ანდჰრა-პრადეშის და მადჰია-პრადეშის შტატები). რაშტრაკუტების თანამედროვეები იყვნენ პალას დინასტია ბენგალიაში და პრატიხარები გუჯარათში. რაშტრაკუტების დედაქალაქი იყო მანიაკჰეტა (თანამედროვე მალკედი კარნატაკას შტატის გულბარგას რაიონში). მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო გახდა იმ დროინდელი მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი იმპერია.