![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f3/RastattUeberblickRichtungKaiserstrasse.jpg/640px-RastattUeberblickRichtungKaiserstrasse.jpg&w=640&q=50)
რაშტატი
From Wikipedia, the free encyclopedia
რაშტატი (გერმ. Rastatt) — ქალაქი ბადენ-ვიურტემბერგის გერმანულ მიწაზე. მდებარეობს ბადენ-ბადენიდან ჩრდილოეთით 10 კმ-ში და კარლსრუედან სამხრეთით 22 კმ-ში. რაშტატის დასავლეთით მიედინება მდინარე რაინი და გადის საზღვარი საფრანგეთთან. მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 50 ათას მცხოვრებს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
რაშტატი Rastatt | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | ბადენ-ვიურტემბერგიბადენ-ვიურტემბერგი | ||
კოორდინატები | 48°51′26″ ჩ. გ. 8°12′11″ ა. გ. | ||
მერი | ჰანს იურგენ პიუჩი | ||
ფართობი | 59.02 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 123±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 51 310 (31 დეკემბერი, 2022)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 07222 და 07229 | ||
საფოსტო ინდექსი | 76437 | ||
საავტომობილო კოდი | RA | ||
ოფიციალური საიტი | https://www.rastatt.de | ||
დახურვა
1992 წელს რაშტატში გაიხსნა კომპანია „დაიმლერ-ბენცის“ (ამჟამად „დაიმლერი“) ქარხანა, რომელიც ამჟამად უშვებს A-კლასისა და B-კლასის ავტომობილ „მერსედეს-ბენცს“. ქარხანაში მუშაობს 5000-ზე მეტი ადამიანი, ავტომობილების ყოველწლიური წარმოება — დაახლოებით 250 ათასი, სულ წარმოებულია 2 მილიონზე მეტი ავტომობილი.[2]