From Wikipedia, the free encyclopedia
რასუხერინა (დ. 1814 — გ. 1 აპრილი, 1868) — მადაგასკარის დედოფალი 1863–1868 წლებში. ტახტზე შეცვალა ქმარი, რადამა II, მისი სავარაუდო მკვლელობის შემდეგ.
რასუხერინა | |
---|---|
Rasoherina | |
დედოფალი რასუხერინა დაახლოებით 1865 წელს | |
მადაგასკარის დედოფალი | |
კორონაცია: |
23 სექტემბერი, 1862 30 აგვისტო, 1863 |
მმართ. დასაწყისი: | 12 მაისი, 1863 |
მმართ. დასასრული: | 1 აპრილი, 1868 |
წინამორბედი: | რადამა II |
მემკვიდრე: | რანავალუნა II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1814 |
გარდ. თარიღი: | 1 აპრილი, 1868 (53-54 წლის) |
მეუღლე: |
რაჰაროლაჰი რადამა II რაინივონინაჰიტრინიონი რაინილაიარივონი |
შვილები: |
რატაჰირა რასოავერომანანა |
სრული სახელი: | რასუხერინა რაბოდოზანაკანდრიანა |
მამა: | ანდრიანცალამა |
დედა: | რაფარამანჯაკა |
რასუხერინა, დედოფალ რანავალუნა I-ის ძმიშვილი დაიბადა რაბოდოზანაკანდრიანას სახელით 1814 წელს. პრინც ანდრიანცალამანანდრიანასა და პრინცესა რაფარამანჯაკას ქალიშვილი. ახალგაზრდობაში დაქორწინდა რაჰაროლაჰიზე, წარმატებულ სახელმწიფო მოღვაწეზე, რომელსაც სხვადასხვა დროს სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა. წყვილი განქორწინდა 1847 წელს და იმავე წელს რასუხერინა დაქორწინდა რანავალუნა I-ის ვაჟსა და მემკვიდრე რაკოტოზე. როდესაც მან ტახტზე დედამისი შეცვალა რადამა II-ის სახელით, რასუხერინა მასთან ერთად აკურთხეს, როგორ დედოფალი-მეწყვილე.
რასუხერინა დედოფალი-მეწყვილის რანგში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში იყო, სანამ მისი ქმრის, რადამა II-ის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა მინისტრებს მეფის წინააღმდეგ ამბოხების მოწყობისაკენ არ უბიძგეს, რის შედეგადაც, როგორც ყველას სჯეროდა, რადამა მოკლეს. 1960 წელს ჩატრებული კვლევა ცხადყოფს, რომ მეფე გადაურჩა მკვლელობის მცდელობას და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე დედაქალაქის გარეთ, თუმცა ჭორები ამასთან დაკავშირებით, იმ დროს დადასტურებული არ ყოფილა და სასამართლოც იზიარებდა იმ აზრს, რომ რადამა გარდაიცვალა. 1863 წელს, მეფის მკვდრად გამოცხადებისთანავე, ამბოხებაში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელთაც ძმები, რაინივონინაჰიტრინიონი და რაინილაიარივონი მეთაურობდნენ, ტახტზე ასასვლელად რაბოდო მოიწვიეს იმ პირობით, რომ მას უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შეიქმნებოდა კონსტიტუციური მონარქიის პირობები და რეალური ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს გადაეცემოდა.[1] ამ პირობებში მონარქიის რელიგიური თავისუფლებისაგან დაცვაც შედიოდა. რაბოდო აკურთხეს 1863 წლის 13 მაისს რასუხერინას სახელით.[2]
რეალური ძალაუფლება სამეფოზე რასუხერინას მმართველობის დასაწყისში პრემიერ-მინისტრსა და რადამა II-ის წინააღმდეგ ამბოხების მოწყობის წამქეზებელს, რაინივონინაჰიტრინიონს ჰქონდა. იგი რასუხერინას კორონაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დაქორწინდა კიდეც მასზე. მისი თითქმის დესპოტური ძალაუფლება მალე მიუღებელი გახდა დედოფლისათვის, ამიტომ გამეფებიდან ერთი წლის შემდეგ რასუხერინამ რაინივონინაჰიტრინიონი გადააყენა და მის მაგივრად პრემიერ-მინისტრად მისი უმცროსი ძმა, რაინილაიარივონი დანიშნა, რომელთანაც თავის მხრივ პოლიტიკური ქორწინება გააფორმა.[3]
რასუხერინას მმართველობისას პარიზსა და ლონდონში ელჩები გაიგზავნენ. რადამა II-ის მიერ დადებული საკამათო ლამბერტის ქარტია ბათილად იქნა ცნობილი, რამაც საფრანგეთში უკმაყოფილება გამოიწვია. რასუხერინა იძულებული გახდა საფრანგეთისათვის ამ მომგებიანი შეთანხმების ჩაშლის გამო რეპარაცია, 240 000 არიარი (≈1 200 000 ფრანგული ფრანკი) გადაეხადა.[4] 1867 წლის 14 თებერვალს ხელი მოეწერა შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან იარაღის იმპორტისა და მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით. რასუხერინას მმართველობის პერიოდში განიხილებოდა საფრანგეთთან ხელშეკრულების დადება, თუმცა დედოფლის გარდაცვალებისა და ტახტზე რანავალუნა II-ის ასვლის შემდეგ მასზე ხელმოწერა ვერ მოხერხდა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.