რასელის ჯგუფი
From Wikipedia, the free encyclopedia
რასელის ჯგუფი (ინგლ. The Russell Group) — ბრიტანეთის 24 წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტის ასოციაცია, დაარსებული 1994 წელს. რასელის ჯგუფს ხშირად განიხილავენ როგორც ამერიკის აივი ლიგის ბრიტანულ ეკვივალენტს.[3]
სწრაფი ფაქტები რასელის ჯგუფი, შეიქმნა ...
რასელის ჯგუფი | |
---|---|
შეიქმნა | 1994 |
ტიპი | გაერთიანებული სამეფოს წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტების ასოციაცია |
მდებარეობა | გაერთიანებული სამეფო |
წევრები | 20 |
გენერალური დირექტორი | დოქტორი უენდი პაიატ |
თავმჯდომარე | პროფესორი მაიქელ არტური |
ატარებს სახელს | Kimpton Fitzroy London Hotel |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო[1] |
თავმჯდომარე | Nancy Rothwell[2] |
https://russellgroup.ac.uk/ |
დახურვა
რასელის ჯგუფი დააარსეს იმ უნივერსიტეტებმა, რომლებიც ერთად ყოველწლიურად ბრიტანეთში კვლევითი გრანტების და საკონტრაკტო ფონდების ორ-მესამედს იღებენ. ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ ოცი უნივერსიტეტის და მათი სტუდენტების ინტერესების ლობირება ბრიტანეთის მთავრობასთან, პარლამენტთან და სხვა ორგანიზაციებთან ოფიციალური, სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბების გზით. ჯგუფის წევრი უნივერსიტეტების უმრავლესობა (18 უნივერსიტეტი 20-დან) არის ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტი აკადემიური რეიტინგის და მათ მიერ მოპოვებული კვლევითი გრანტების რაოდენობის მიხედვით.