From Wikipedia, the free encyclopedia
რანუჩო II ფარნეზე (იტალ. Ranuccio II Farnese; დ. 17 სექტემბერი, 1630, პარმა, იტალია — გ. 11 დეკემბერი, 1694, პარმა, იტალია) — ფარნეზეების დინასტიის წარმომადგენელი. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი 1646-1694 წლებში. ჰერცოგ ოდოარდო ფარნეზესა და მარგერიტა მედიჩის ვაჟი. კასტროს უკანასკნელი ჰერცოგი 1646-1649 წლებში.
რანუჩო II ფარნეზე | |
---|---|
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 11 სექტემბერი, 1646 |
მმართ. დასასრული: | 11 დეკემბერი, 1694 |
წინამორბედი: | ოდოარდო |
მემკვიდრე: | ფრანჩესკო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 სექტემბერი, 1630 |
გარდ. თარიღი: | 11 დეკემბერი, 1694, (64 წლის) |
მეუღლე: |
მარგერიტა ვიოლანტე სავოიელი (ქ. 1660 - გარდ. 1663) იზაბელა დ’ესტე (ქ. 1664 - გარდ. 1666) მარია დ’ესტე (ქ. 1668 - გარდ. 1684) |
შვილები: |
მარგერიტა, მოდენის ჰერცოგინია ოდოარდო, პარმის პრინცი ფრანჩესკო, პარმის ჰერცოგი ანტონიო, პარმის ჰერცოგი |
დინასტია: | ფარნეზეები |
მამა: | ოდოარდო, პარმის ჰერცოგი |
დედა: | მარგერიტა მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
რანუჩო ფარნეზე დაიბადა 1630 წლის 17 სექტემბერს პარმაში. იგი იყო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ ოდოარდო ფარნეზესა და მისი მეუღლის, მარგერიტა მედიჩის უფროსი ვაჟი. მას სახელი პაპის, ჰერცოგი რანუჩო I-ის პატივსაცემად დაარქვეს. უკვე 1646 წელს მამამისი გარდაიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ რანუჩო II სრულწლოვანი იყო, რეგენტად დედამისი, მარგერიტა ფარნეზე და ბიძამისი, ფრანჩესკო მარია ფარნეზე დაენიშნენ.
დედამისისა და ბიძამისის რეგენტობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა და უკვე 1648 წლიდან რანუჩომ დამოუკიდებელი მმართველობა დაიწყო. იმის გამო, რომ მის დიდ პაპას, პიერო ლუიჯი ფარნეზეს პარმის, პიაჩენცისა და კასტროს ტახტი მამამისმა, პაპმა პავლე III-მ მისცა, პაპებს ყოველთვის ჰქონდათ ამ ტერიტორიაზე პრეტენზია და მის დაბრუნებას ცდილობდნენ.
ფარნეზეებსა და პაპებს შორის მიმდინარე ომები ცნობილია, როგორც კასტროს ომი. ბარბერინების საგვარეულოს წარმომადგენელმა რომის პაპმა ურბან VIII-მ, რომელსაც ამ ტერიტორიების თავისი გვარისათვის დამკვიდრება სურდა, რანუჩოს ომი გამოუცხადა. ეს ომები ჯერ კიდევ რანუჩო I-ის დროს დაიწყო და ოდოარდოს დროსაც გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პაპის არმიამ კასტროს ანექსირება მოახდინეს, საბოლოოდ მაინც ფარნეზეებმა გაიმარჯვეს.
1649 წელს რომის პაპმა ინოკენტი X-მ განაახლა კასტროს ომი, მიზეზი კი ქალაქ კასტროში კარდინალ კრისტოფორო გიარდას მკვლელობა გახდა. პაპის არმიამ მალევე დაიპყრო მთელი კასტროს საჰერცოგო, რის სანაცვლოდაც პარმელებმა ბოლონიის აღება სცადეს, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ ინოკენტი X-მ რანუჩოს დიდძალი თანხა გადაუხადა, რის სანაცვლოდაც პარმელებმა კასტრო რომაელებს დაუთმეს.
1672 წელს რანუჩო II-მ გაღატაკებული ჯანანდრეა დორია ლანდისაგან ბარდისა და კომპიანოს სამთავროები შეისყიდა. მისი მმართველობის დამლევს პარმის საჰერცოგო საფრანგეთ-ჰაბსბურგების საბრძოლო პოლიგონად იყო გადაქცეული, რის გამოც მის სამფლობელოებში ფრანგებისა და სავოიელების ჯარები იყო განლაგებული.
რანუჩო II გარდაიცვალა 1694 წლის 11 დეკემბერს პარმაში, რის გამოც ტახტი მისმა ვაჟმა, ფრანჩესკო ფარნეზემ დაიკავა.
1660 წლის 29 აპრილს რანუჩომ ცოლად შეირთო მარგერიტა ვიოლანტე სავოიელი (1635-1663), სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ისა და კრისტინა მარია ფრანგის ასული, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:
პირველი ცოლის გარდაცვალების გამო, 1664 წლის 18 თებერვალს რანუჩომ ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი იზაბელა დ’ესტე (1635-1666), მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და მარია კატერინა ფარნეზეს უფროსი ასული, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:
მეორედ დაქვრივების შემდეგ, 1668 წლის 1 იანვარს რანუჩო მესამედ დაქორწინდა თავისი მეორე ცოლის დასა და მამიდაშვილ მარია დ’ესტეზე (1644-1684), რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.