From Wikipedia, the free encyclopedia
რანონგის პროვინცია (ტაი. ระนอง) — პროვინცია სამხრეთ ტაილანდში, ანდამანის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე. რანონგის პროვინცია ტაილანდის 76 პროვინციას შორის ყველაზე ნაკლებად დასახლებულია — მოსახლეობის მიხედვით, იგი 76-ე ადგილს იკავებს. აღმოავლეთით მას ჩუმფონი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სურატ-თანი, სამხრეთ-დასავლეთით — ანდამანის ზღვა, ხოლო დასავლეთით — კაუსაუნგი, ტანინსაი და მიანმარი ესაზღვრება.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
რანონგის პროვინცია ระนอง | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Ranong | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Ranong, La-un, Kapoe, Kra Buri და Suk Samran | ||||
კოორდინატები | 9°58′01″ ჩ. გ. 98°38′08″ ა. გ. | ||||
ფართობი | 3298 კმ² | ||||
მოსახლეობა | 177 089 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 54 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+7 | ||||
საფოსტო ინდექსი | 85 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.ranong.go.th | ||||
| |||||
რანონგის პროვინცია მდინარე კრის ყელზე მდებარეობს, რითაც ტაილანდი მალაის ნახევარკუნძულს უკავშირდება, ფუკეტის ქედის დასავლეთით. რანონგის პროვინცია ტრატის პროვინციასთან ერთად ყველაზე ტენიან ადგილად ითვლება ტაილანდში, ვინაიდან, წვიმიანი სეზონი რვა თვის განმავლობაში გრძელდება[1].
რანონგის პროვინცია ტაილანდის პროვინციებს შორის ყველაზე ნაკლებად არის დასახლებული, რადგან ტერიტორიის 80 % ტყეებითაა დაფარული და 67% მთიანია.
რანონგის პროვინციის გერბზე გამოსახულია სასახლე მთაზე, იმის ნიშნად, რომ ტაილანდის მეფე ჩულალონგკორნი (რამა V) ერთხელ რატანა-რანგსანის სასახლეს ესტუმრა. გერბზე გამოსახულია ციფრი 5 – რამა V-ის სიმბოლოდ, რატანა-რანგსანის სასახლე და ნივეშკირის მთა.
პროვინციის სლოგანია: „კრის ყელი, მთის ბალახი, აკაჟუ, მინერალური წყლის ჩანჩქერი და რანონგის ჭეშმარიტი მარგალიტი“ („คอคอดกระหญ้าภูเขา, เม็ดมะม่วงหิมพานต์, สตรีมน้ำแร่มุกแท้และระนอง“)[2]
პროვინციული ხეა ბანაბა, ხოლო პროვინციული ყვავილი — ჯადვარისებრნი.
გასულ წლებში, ინდუსტრიის ძირითადი სფერო კალის მოპოვება იყო, მაგრამ კალის მარაგი მაღაროებში ამოიწურა. ამჟამად, თევზაობა, თეთრი თიხის, რეზინის და აკაჟუს მოპოვება მრეწველობის მთავარ სფეროებს წარმოადგენენ.
რანონგის პროვინცია დაყოფილია ხუთ რაიონად (ამფოე), რაიონები კი 30 ქვე-რაიონად (ტამბონი) და 167 სოფლად (მუბანი) იყოფა:
რუკა | № | სახელი | ტაი სახელწოდება |
---|---|---|---|
1 | მუეანგ-რანონგის რაიონი | เมืองระนอง | |
2 | ლა-უნის რაიონი | ละอุ่น | |
3 | კაპოეს რაიონი | กะเปอร์ | |
4 | კრა-ბურის რაიონი | กระบุรี | |
5 | სუკ-სამრანის რაიონი | สุขสำราญ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.