რაიხსვერი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
რაიხსვერი (გერმ. Reichswehr; reich — სახელმწიფო, იმპერია, Wehr — იარაღი, თავდაცვა) — გერმანიის შეიარაღებული ძალები 1919-1935 წლებში; შეიქმნა ვერსალის საზავო ხელშეკრულების საფუძველზე. 1919 წლის 6 მარტის კანონით შეიქმნა დროებითი რაიხსვერი (24 ბრიგადა); 1921 წლის 28 მარტს მიიღეს კანონი რაიხსვერის შესახებ. რაიხსვერის პირადი შემადგენლობა დაქირავების წესით კომპლექტდებოდა. რაიხსვერი სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო საზღვაო ფლოტისაგან შედგებოდა. ვერსალის ხელშეკრულებით გერმანიას ეკრძალებოდა სამხ-საჰაერო ძალების, ტანკების, საზენიტო, მძიმე და ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის, წყალქვეშა ნავების, სახაზო ხომალდების (10 ათას ტ-ზე მეტი წყალწყვის), 6 ათას ტ-ზე მეტი წყალწყვის კრეისერებისა და გენშტაბი-ს რაიმე ფორმით ყოლა. სახმელეთო ჯარების რიცხვი განსაზღვრული იყო 100 ათასი კაცით. სამხედრო საზღვაო ფლოტი ითვლიდა 37 საბრძოლო ხომალდსა და 15 ათასამდე კაცს. მაგრამ არსებობდა ფარული რეზერვი, ე. წ. შავი რაიხსვერი, თავდაცვის რაზმები („ჰაიმვერი), ჯარისკაცთა სათვისტომოები, ვეტერანთა კავშირები („ფოლადის ჩაჩქანი“, „ვიკინგი“ შარნჰორსტი“ და სხვა“), რომლებიც 4 მლნ-მდე კაცს აერთიანებდა. 1926 წლიდან დაიწყო ფარული სამზადისი რაიხსვერის გაზრდისათვის, ხოლო 1930-1932 წლებში მიღებული გეგმით 1938 წლისთვის 300 ათას კაცამდე უნდა გაეზარდათ. 1935 წლის 16 მარტს ფაშისტურმა გერმანიამ ვერსალის ხელშეკრულების სამხედრო მუხლები გააუქმა და საყოველთაო სამხედრო ვალდებულება შემოიღო. დაიწყო სამზადისი რაიხსვერის ბაზაზე მრავალმილიონიანი ვერმახტის შესაქმნელად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.