![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f3/TempioRaipur.jpg/640px-TempioRaipur.jpg&w=640&q=50)
რაიპური
From Wikipedia, the free encyclopedia
რაიპური ― ინდოეთის შტატ ჩატისგარჰის დედაქალაქი, რაიპურის რაიონისა და რაიპურის დანაყოფის ადმინისტრაციული ცენტრი, შტატის უდიდესი ქალაქი. წარსულში რაიპური მადჰია-პრადეშის შტატის ნაწილი იყო, ხოლო 2000 წლის 1-ელი ნოემბრიდან ჩატისგარჰის შტატის შემადგენლობაშია.[2] ქალაქი რეგიონში ვაჭრობისა და კომერციის მთავარი კერაა. ქალაქი ექსპონენციური სამრეწველო ზრდით გამოირჩევა და ცენტრალური ინდოეთის მთავარ ბიზნეს კერად ჩამოყალიბდა. 2021 წელს რაიპური ინდოეთის მასშტაბით მე-6 ყველაზე სუფთა ქალაქად გამოცხადდა.[3] ინდოეთის საქალაქო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს რაიპური მეშვიდე ადგილზე დასახელდა მარტივად ცხოვრების ინდექსით და ამავე ადგილი დაიკავა 2020 წელს მუნიციპალური წარმომადგენლობის ინდექსის მიხედვით.[4][5][6]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
რაიპური | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 21°14′16″ ჩ. გ. 81°38′01″ ა. გ. |
ფართობი | 226000000 კვადრატული მეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 291 მეტრი |
მოსახლეობა | 1 010 087 |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 0771[1] |
საფოსტო ინდექსი | 492001 |
ოფიციალური საიტი | http://www.raipur.nic.in |
რაიპური ქვეყნის მასშტაბით ფოლადისა და რკინის უმსხვილეს მწარმოებლებს შორისაა. ქალაქში 200-მდე ფოლადის ქარხანა, ფეროშენადნობთა 35 ქარხანა და 500 აგროსაწარმოა. რაიპურში მდებარეობს 800-ზე მეტი ბრინჯის ქარხანაც.[7]