რაზდანის სტადიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
რაზდანის სტადიონი (სომხ. Հրազդան մարզադաշտ) — მრავალფუნქციური სტადიონი ერევანში, სომხეთი. გაიხსნა 1970 წელს. უმეტესწილად მასპინძლობს საფეხბურთო მატჩებს, არის სომხეთის ნაკრების საშინაო არენა. რაზდანის სტადიონს შეუძლია დაიტიოს 54 208[2] მაყურებელი და არის სომხეთის უდუდესი სპორტული ნაგებობა. 2008 წლის რეკონსტრუქციამდე სტადიონის ტევადობა 70 000 იყო და შედიოდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო 4 სტადიონს შორის ტევადობის მიხედვით. საბჭოთა ნაკრებმა ორი მატჩი გამართა რაზდანზე ფინეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ. სტადიონი ასევე მასპინძლობს სომხეთის თასის ფინალებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რაზდანი. |
სწრაფი ფაქტები მდებარეობა, კოორდინატები ...
მდებარეობა | ერევანი, სომხეთი |
---|---|
კოორდინატები | 40°10′49″ ჩ. გ. 44°29′41″ ა. გ. |
აშენდა | 1969-1970 |
გაიხსნა | 29 ნოემბერი, 1970 |
აღდგა | 2008, 2012 |
მესაკუთრე | „Hrazdan Leasehold Venture CJSC“ |
ოპერატორი | სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია |
საფარი | ბუნებრივი |
არქიტექტორი | კორიუნ ჰაკობიანი, გურგენ მუშეგიანი |
ტევადობა | 54 208[1] |
გუნდები | |
ერევნის არარატი (1971-) |
დახურვა