![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/11/Raja_Ravi_Varma.jpg/640px-Raja_Ravi_Varma.jpg&w=640&q=50)
რავი ვარმა
From Wikipedia, the free encyclopedia
რაჯა რავი ვარმა (კანადა: ರಾಜಾ ರವಿ ವರ್ಮ; *29 აპრილი, 1848, კერალა - 2 ოქტომბერი, 1906, კილიმანორი, ინდოეთი) -- ინდოელი მხატვარი, სახელი გაითქვა მაჰბჰარატასა და რამაიანას ეპოსის სცენების აღწერით. მისი ფერწერული ტილოები ინდური ტრადიციისა და ევროპული აკადემიური ხელოვნების შერწყმის საუკეთესო ნიმუშებად არის აღიარებული.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/11/Raja_Ravi_Varma.jpg/320px-Raja_Ravi_Varma.jpg)
მის ყველაზე განთქმულ ნამუშევრებზე აღბეჭდილია ულამაზეს სარიში გამოწყობილი გრაციოზული ქალბატონები. რავი ვარმა მაჰარაშთრას ქალაქ ბომბეიში ცხოვრობდა რამდენიმე წელს და მრავალი ულამაზესი მაჰარაშთრელი ქალი ჰყავს დახატული. დასავლეთმა ის გაიცნო ვენის ხელოვნების გამოფენაზე 1873 წელს, სადაც რავის ნამუშევრებს პირველი პრემია ერგო. რავი ვარმა საყოველთაოდ მიჩნეულია, როგორც ინდოეთის ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი.